მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Oct 7, 2010

აისბერგი, რომელიც ათბობს


ვინაიდან უკვე ოქტომბერია, გარეთ მუდმივი წვიმებია და სიცივეც ნელ-ნელა გვეპარება, გადავწყვიტე, შესაბამისს ბრენდზე დამეწერა. მართალია, ეს ბრენდი ამინდს ამართლებს, მაგრამ მისი პროდუქცია თავდაპირველად სწორედ სიცივისგან დასაცავად შეიქმნა. მაშ ასე, ეს იტალიური ბრენდი „აისბერგია“.

„აისბერგი” უკვე 40 წელიწადზე მეტია რაც არსებობს. თავდაპირველად, იგი როგორც მცირე საწარმო იყო ჩაფიქრებული და ნაქსოვ ტანსაცმელს უშვებდა. დღეისათვის „აისბერგი“ 2 მილიონ ნივთზე მეტს აწარმოებს. ტრიკოტაჟის ბაზარზე კი ერთ-ერთი ლიდერთაგანია.

ჯულიანა მარჩინის იდეა თბილი ტანისამოსი ფერადი გაეხადა 1974 წელს გაჩნდა. ასე შეიქმნა ბრენდი „აისბერგი”, რომლის შემჩნევა შეუძლებელი იყო. ჯულიანა კოსტუმებს თავად პრეზიდენტსაც კი უკერავდა. ამიტომ ბრენდის პოპულარობა სწრაფად იზრდებოდა.

ამ ბრენდის შექმნამდე ჯულიანა და მისი მეუღლე სილვიო „გილმორ ჯგუფს” ხელმძღვანელობდნენ. კომპანია 1962 წელს იყო დაარსებული. მასში „აისბერგის” გარდა სხვა ბრენდებიცაა გაერთიანებული. მათ შორის „ჰისტორი” და „ჯერანი”. როდესაც „აისბერგი” იქმნებოდა, „გილმორ ჯგუფი” უკვე პოპულარული იყო და პრესტიჟის შესანარჩუნებულად ახალი ბრენდის ხარისხზე ზრუნავდა.

კომპანია „აისბერგი” ინოვატორი არამხოლოდ ტექნოლოგიურ სიახლეებში აღმოჩნდა. მას განსხვავებული დიზაინი და ლამაზად მორთული ფერადი ნაჭრები აქვს. ბრენდის პროდუქცია ცნობილი პერსონაჟების იერს ირეკლავს. 2000 წლიდან კი მათ მულტიპლიკაციური გმირებიც შეემატა.

„აისბერგის“ მარკის ტანისამოსი ძირითადად მოტკეცილი და ელეგენტურია. კომპანიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი პიარის კუთხითაც გადადგა და სარეკლამო კამპანიებში რეკრუიტინგისთვის ცნობადი სახეები პირველად სწორედ მან გამოიყენა.

საკუთარი არსებობის მანძილზე, კომპანია რამოდენიმეჯერ გაფართოვდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეისათვის „აისბერგი” როგორც ქალის ასევე მამაკაცის ტანისამოს აწარმოებს. მას პარფიუმერიის, სათვალეების, ფეხსაცმლის და საათების საკუთარი ხაზიც კი აქვს. სულ ახლახანს კომპანიამ საბავშვო ტანისამოსის კოლექციაც გამოუშვა და ფაიფურის დამუშავებაც დაიწყო.

ცნობილია, რომ „აისბერგის” პროდუქციას მხოლოდ საუკეთესო ქარხნებში ამზადებენ. ამ მარკის ტანისამოსის მომხმარებლები ჰოლივუდის ვარსკვლავებიც არიან. მაგალითად, პამელა ანდერსონი, პერსი ჰილტონი და მიშა ბარტონი. ეს უკანასკნელი ბრენდის სახეც კი გახლდათ.

პ.ს. „აისბერგის“ კოლექცია, შემოდგომა/ზამთარი 2010/11

5 comments:

taa said...

ჯულიანა კოსტუმებს თავად პრეზიდენტსაც კი უკერავდა.

kargi klienti ushoviat :)


სარეკლამო კამპანიებში რეკრუიტინგისთვის ცნობადი სახეები პირველად სწორედ მან გამოიყენა.

Bravo, me ukve magizianebs cnobilebis gaokeneba reklamebshi

ფაიფურის დამუშავებაც დაიწყო.

es raga sachiro iko?

Maka Asatiani said...

taa, ამ ფაიფურსაც კარგად ყიდის :))))) წარმატება ოხერია :)

Lord Vader said...

ა ტი ტაკოუ ხალოდნიიიი, კაკ აისბერგ წ აკეანეეეე...

:)

Sophie Golden said...

პირველ სურათზე წითელთმიანი ქალი – ნინო ბურდული მეგონა, მსახიობი :) ძაან მიყვარს ის ქალი. ჰოდა, დამავიწყდა, პოსტზე რაღაცის თქმას ვაპირებდი :დ წავედი, ხელმეორედ გადავხედო.

Anonymous said...

Man, really want to know how can you be that smart, lol...great read, thanks.