მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Jul 10, 2010

მსოფლიო თასზე ლიდერი ბრენდი ანუ „ადიდასი“

ხომ გაგიგიათ - ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო? სინამდვილეში, ყოველთვის ასე არ ხდება. ამის ნათელი მაგალითი ძმები დასლერები არიან, რომელთა უთანხმოებამ საერთო საწყისის მქონე კომპანია „ადიდასი“ და „პუმა“ წარმოშო.

თავდაპირველად, ძმები ადოლფ და რუდოლფ დასლერები ფეხსაცმლის წარმოებას პირველი მსოფლიო ომის შემდგომ შეუდგნენ. ყოველწლიურად ორას ათას ფეხსაცმელს ჰყიდნენ და სამომავლოდ გეგმებსაც აწყობდნენ. თუმცა, საბოლოოდ ერთმანეთთან უთანხმოების გამო, ცალ-ცალკე მუშაობა ამჯობინეს. ასე, რუდი დასლერმა 1948 წელს „პუმა” დაარსა, ხოლო ადოლფმა „ადიდასი” დაარეგისტრირა. წარმატების გზა ორივე ძმამ სხვადასხვაგვარად განვლო.




1989 წელს ადოლფი გაჭირვებაში აღმოჩნდა. მას ვაჟი დაეღუპა. სწორედ ამ პერიოდში კომპანია ფრანგ ინდუსტრიალისტზე, ბერნარდ ტაპიზე მილიარდ ნახევარ ფრანკად გაიყიდა. „ადიდასის” ფასმა მოიმატა, ხოლო კომპანია პერიოდულად იცვლიდა მფლობელებს.

ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი სტელა მაკარტნი კომპანიით დაინტერესდა, შედეგად 2005 წელს ორმხმრივად მომგებიანი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. კერძოდ კი, ტანსაცმლის ახალი კოლექცია გამოვიდა, რომელიც დიდ ბრიტანეთში სწრაფადვე გაიყიდა.

„ადიდასმა” ბრიტანული „რიბოკი” 4 მილიარდ დოლარად 2006 წელს შეიერთა. ამით ერთი კონკურენტი მოიცილა. თუმცა, „ნაიკს” დღემდე ვერაფერი მოუხერხა. „ადიდასის” გასული წლის მოგებამ 245 მილიონი ევრო შეადგინა. კომპანიაში დაახლოებით 40 ათასი ადამიანია დასაქმებული. დღეისათვის ბაზარზე არსებობს „ადიდასის“ მიერ წარმოებული სხვადასხვა დანიშნულების სპორტული ტანისამოსი, მაგალითად, ფეხბურთელთათვის, კალათბურთელთათვის, რაგბისტებისათვის, ჩოგბურთელებისათვისა და ა.შ.




აღსანიშნავია, რომ ამერიკის საკალათბურთო ასოციაციამ „ადიდასთან” თერთმეტწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. პირობების თანახმად, სპორცმენები „ადიდასის“ საფირმო ფორმასა და ფეხსაცმელს ატარებენ. ასევე, გერმანიის ნაციონალურ ფეხბურთის გუნდს კომპანია 1954 წლიდან აფინანსებს. ხელშეკრულება სავარაუდოდ 2018 წლამდე გასტანს.



პ.ს. მსოფლიო თასზე წარმოდგენილი ბრენდების თვალსაზრისით წელს „ადიდასი“ ლიდერობს!

19 comments:

როდრიგო said...

ჩემი საყვარელი ბრენდი სპორტულ სივრცეში!!!
ყოველთვის უპირატესობას ადიდასის ნაწარმს ვანიჭებ ;))

Maka Asatiani said...

ფრთებიანი კეტასები მინდა როდე :))

tinatini said...

gushin euronews-is yurebisas ratomgac swored es kitxva gamichnda:romeli brendia warmodgenili msoplio chempionatze metad da pasuxi shengan mivige,makush.didi madloba!!!nu,mogexseneba chemi siyvaruli pexburtisadmi:))))

როდრიგო said...

კეტასი რა მაგარი სიტყვაა:DD
მეც მინდა მეც ;)

Lalena said...

All Day I Dream About Sport _ ტყუილია? :))

Maka Asatiani said...

lol, all day i dream about rain - სიმართლეა! :))

fiqro said...

აი როგორც ყოველთვის რა საინტერესო და აქტუალური პოსტი იყო, მაგრამ მე მაინც პუმა მირჩევია..

Lord Vader said...

ჰო, რიბოკიანადაც კი ნაიკი ჟიმავს. და მომავალშიც გაჟიმავს.
ამ მსოფლიო თასზე კი ლიდერობს კი არა ძალიან სერიოზული იაღლიში მოუვიდა. დიდი რისკის ქვეშაა, რომ ფიფამ კონტრაქტი გაწყვიტოს მასთან.
აი, რას ნიშნავს, ჩემო კარგო, ფუტბოლს რომ არ უყურებდი :)

მე კი პუმა მირჩევნია.
და ნიუ ბალანსები.

Maka Asatiani said...

ადიდასი მირჩევნია პუმასაც და ნაიკს. რაც შეეხება ნიუ ბალანსებს კი ძალიან კარგია ხმარებაში, მაგრამ დიზაინში სერიოზულად მოიკოჭლებს.

პ.ს. ფეხბურთს ჩემთვის საკმარისად ვადევნებდი თვალს :) ფიფას ამბავი კი დროებით ამტყდარი ბუმი მგონია. არაფერს უზამენ ადიდასს.

Lord Vader said...

პუმა თუნდაც ლოგოსი ჯობს :)

ნიუ ბალანსებმა კი დიზაინი სერიოზულად გამოასწორეს ამ ბოლო დროს.

ისე ადიდასი ვინ ოხრისაა ახლა?
ტაპი რომ დაიჭირეს და მერე ოლიმპიკთან სერიოზულ სკანდალში გაეხვია - ადიდასიც და ოლიმპიკიც ფრანგ ებრაელებს - დრეიფუსების ოჯახს მიყიდა. დრეიფუსებს კაი ხანი ქონდათ.

მაგრამ ბოლოს დრეიფუსებმაც გაყიდეს მგონი... ახლა ვისია? რუსებს ხომ არ მიყიდეს? :)

Maka Asatiani said...

არ სჯობს არაააა. მე მიყვარს ადიდასი ოხრისაა თუ რაც არის ადიდასის კეტასები ჩემთვის პირველია ვოტ ტაკ ვოტ:)

P.S. Peace ☮☮☮☮

Lord Vader said...

ადიდასი - საოხრე? :)

Maka Asatiani said...

nope! - ეს ჩემი პოზიციაა.

p.s.თუმცა, შენთვის რაც მოგესურვება ის იყოს.

მესმის, როდესაც საკუთარ თავს გამოხატავენ :)

თანაც, კომენტარები სწორედ ამისათვის არის განკუთნილი.

Clown said...

ადიდასი ^_^ <3




პ.ს მაკა სხვა ბლოგზე გადავედი და ბლოგლისტში ჩამასწორე რა :უსერ: ^_^ <3

http://klounuri.wordpress.com/

Maka Asatiani said...

ok. შევცვალე მისამართი :)_

Taa said...

ვერა ვარ ადიდასისტი

პირიქით ანტიადიდასისტიც კი ვარ
ჩემს სპორტულ გემოვნებას ნაიკი მართავს

nick_el_son said...

მაგარი უნიჭოობა ადიდასი იმჰო
პუმაც და ნაიკით უფრო კრეატიულია პირველ რიგში ფეხსაცმელის დიზაინში (რაც მთავარია) და ასევე რეკლამებშიც... ნუ რომ აღარაფერი ვთქვათ ლოგოებზე.. სად პუმას პუმა და ნაიკი ლოგო, ორივე სადა და დახვეწილი და სად ადიდასის უაზრო "რაღაც" :D

Giga said...

რა უფლებით და რა კომპეტენციით აკრიტიკებთ ან ადიდასის ან პუმისა თუ ნაიკის სავაჭრო ნიშნებს და არა ლოგოებს?
:)))) რეკლამა კეთდება არა ფესტივალისთვის, არამედ უპირველეს ყოვლისა საქონლისა თუ ბრენდის პოპილარიზაცია/რეალიზაციისათვის... აი მესმის როდრიგოს და თინათინის კომენტების - ობიექტურებია!

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.