მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Jul 3, 2010

ალან მიკლის „სათვალელანდია“

ცხოვრებას ნუ უწოდებ ბინძურს მხოლოდ იმიტომ, რომ სათვალის გაწმენდა დაგვიწყებია - ასეთი შეცდომა ერთ მაღალ, გამხმარ და ჩაკეტილ ადამიანს არასოდეს დაუშვია. მეტიც, სათვალეების სიყვარულით შეპყრობილს საკუთარი სამყარო - „სათვალელანდია“ შეუქმნია. აქ ყველაფერს თვალები აქვს. ფერთა პალიტრა მრავალფეროვანია. ჩარჩოები ნაირფერია და არც ფორმებს უჩივიან. „სათვალელანდიაში“ ოპტიკური შუშების გაწმენდა არავის ავიწყდება. აქ ერთხელ მოხვედრილს მალე მუდმივი სტუმრის სტატუსი გენიჭებათ იმიტომ, რომ შეუძლებელია არ მოგეწონოს ალან მიკლის სათვალის თუნდაც ერთი მოდელი.


სომხური ფესვების მქონე, ლიბანიდან საფრანგეთში ემიგრირებული ალან მიკლიტარიანი 1955 წელს დაიბადა. 18 წლის ასაკში მხედველობა გაუუარესდა. შედეგად, სათვალის ყიდვა მოუწია, რომელიც უხარისხო აღმოჩნდა. თუმცა, რომ არა ეს შემთხვევა ის შესაძლოა დღემდე ჩრდილში ყოფილიყო, ჩვენ კი არასოდეს გაგვეგო მიკლის „სათვალელანდიის“ შესახებ. ვინაიდან სწორედ ამ ინციდენტმა მისცა ბიძგი მის შემოქმედებას და ასე გაჩნდა პირველი სათვალის შექმნის იდეა.


ახალგაზრდა ალანი ოფთალმოლოგიას ეუფლებოდა, პარალელურად კი ხატვას სწავლობდა. სტუდენტობის პერიოდს უნაყოფოდ არ ჩაუვლია. მან დიზაინი მალევე დახვეწა და უკვე 1978 წელს ბრენდი - „ალან მიკლი” ჩამოაყალიბა. რატომ ალან მიკლი და არა მიკლიტარიანი? იმიტომ, რომ ასე ვინმე მეგობრის დედას უწინასწარმეტყველებია. საქმე საქმეზე რომ მიდგა არც ალანს უფიქრია ბევრი. მან იცოდა, რომ მასე უფრო ადვილად დასამახსოვრებადი და პოპულარული იქნებოდა.



მართლაც, რომ გაუმართლა. წინასწარმეტყველება აუხდა, შედეგად ჰოლივუდის მხედველობადაქვეითებული ვარსკვლავების უმეტესობა ალან მიკლის სათვალის ჩარჩოს ატარებს. უკვე ათი წელია, რაც მისი კოლექციები ფუფუნების საგნად ითვლება. დიზაინერის საქმიანობა წარმატებული აღმოჩნდა.

ჰოლივუდში პოპულარობა მას ელტონ ჯონმა მოუტანა. მომღერალი „ალან მიკლის” მომხმარებელი 1983 წლიდანაა. მას მომღერალი კენი ვესტი მოჰყვა. კენიმ ახალი კლიპისთვის ალანს სპეციალურად განსხვავებული ზომის სათვალე დაამზადებინა. ამ გზით ალანის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე გავიდა. რის შედეგად, „ალან მიკლის” ბრენდის მაღაზიები მსოფლიოს გარშემო მუდმივად იხსნება. ალან მიკლის „სათვალელანდიაში“ კი სულ 300 დასაქმებული ადამიანია.

9 comments:

clown said...

რა მაგარია ^_^

როდრიგო said...

თბილისში არ არის ხომ? დიდი სიამოვებით შევიძენდი, რამე მწვანე ჩარჩოიან უბრალო სათვალეს;)
ვიდეო მაგარი იყო ;)

Maka Asatiani said...

@clown, კი მაგარია:)
@როდრიგო, მიკლის სათვალეები მემგონი არი არის თბილისში. რაც შეეხება რეკლამებს სულ ასეთი საინტერესო რეკლამები აქვს :)

Lord Vader said...

Mr. Santoro, 21 საუკუნეა! :)
ინტერნეტ-მაღაზია და გო-ონ. ბევრგანაა. გადაფურცლე ნეტი.
თუმცა, საკმაოდ ძვირია.

მე ჩემი სათვალე მიყვარს ძალიან. და ის შუშებიც რომელიც ჩავსვი.

როდრიგო said...

ვიცი ვადერ, მაგრამ ინეტით გამოწერა რატომღაც მგონია რომ ძვირი დამიჯდება + მირჩევნია უშუალოდ მოვისინჯო სახეზე პროდუქტი. სათვალე მაინც ისეთი რაღაცაა...

Lord Vader said...

მე ჩემი გამოვიწერე :)
შუშები კიდე რონიკოში.

ნუ ოპტიკური არა მზისა. :)

Qilipa said...

ყოჩაღი ბიჭია თქო ალანზე ვიტყვი, მაგრამ სათვალეების დიდი მოყვარული არ ვარ და ვერ ვიტან ფინწიკლიუშკებიან სათვალეებს...

Lalena said...

დიდად არ მიყვარს სათვალეები, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ არ მიხდება, აქ კიდე მომეწონა ორი ცალი ძაან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემს ჯობეს არ მოეწონება ფასი :))

Taa said...

სათვალეები მიყვარს უზომოდ
აი მართლა უსაზღვროდ
უკვე 6 ცალი მზის სათვალე მაქვს
3 ცალი ამ დასვენებისას შევივსე და ბედნიერი ვარ

ყველანაირი სათვალე მიყვარს რაც მიხდება,
ალან მიკლის არც ერთი არ არის მათ შორის
და ის ზოლებიანი სათვალე თუ მაგის მოდელი იყო არ ვიცოდი
უპოპულარულესია
დღემდე :)