მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Jun 15, 2010

Fendi-ს მოდის სახლი

მესამე თაობის დინასტიის წარმომადგენელი - სილვია ვენტურინი ფენდი სულ ოთხი წლის იყო, როდესაც მემკვიდრეობით „Fendi-ის” მოდის სახლი გადაეცა. მაშინ, 1965 წელს გვერდში კარლ ლაგერფილდი ედგა და მთელს თავის ფანტაზიას „ფენდის” მარკის ტანისამოსში აბანდებდა. ორმოცი წლის შემდგომ ბრენდი ფრანგულ „LVMH” ჯგუფს ეკუთვნის. ამის მიუხედავად, სილვია ამტკიცებს, რომ კომპანიაში არაფერი შეცვლილა.



სხვა იტალიური მარკებისგან განსხვავეიბით „ფენდი” არა მილანში, არამედ რომში დაფუძნდა. კომპანიის ისტორია 1925 წელს დაიწყო. დებმა ეოდორა და ადელ ფენდიმ რომში „Fendi-ის” პირველი ბუტიკი გახსნეს. ჩანთები და პალტოები მათ ძირითად პროდუქციას წარმოადგენდა. ოჯახის დახმარებით ბიზნესი სწრაფად განვითარებადი გახდა. და ასე მემკვიდრეობით, დედიდან ქალიშვილზე გადადიოდა.




კომპანიის სიმბოლო – ორი გადატრიალებული „F” მხოლოდ სამოციან წლებში გაჩნდა. გერმანელმა კარლ ლაგერფილდმა მას თავისი შტიხები დაუტოვა და მსოფლიოში პოპულარულ ბრენდად აქცია. დიზაინერმა ტანისსამოს ბეწვი და ტყავის ელემენტები დაუმატა. „Fendi-ის” აქსესუარები კი გარდერობის განუყოფელი და აუცილებელი ატრიბუტიც გახდა.



სილვია ფენდიმ ბრენდი ბერნარდ არნოს ჯგუფს 2002 წელს მიჰყიდა. ბერნარდი დაჰპირდა, რომ „Fendi” იტალიურ ბრენდებში პირველობას შეინარჩუნებდა და მეტიც კიდევ უფრო გაფართოვდებოდა. სილვია, აცხადებს, რომ მას თავისი კომპანიისთვის მეტი სურდა, ამიტომაც მიანდო საქმე „LVMH” ჯგუფს.



„Fendi” დღეისათვის ძალიან ორგანიზებული ბრენდია. მან თავისი წვლილი მსოფლიო კულტურის განივითარებაშიც შეიტანა. ამ მარკის ტანისამოსში ჩაცმული მსახიობები არაერთ ფილმში ჩნდებიან. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი „Fendi-ის” პურის ფორმის ჩანთაა, რომელსაც ქალბატონები მკვლავის ქვეშ ატარებენ.




„Fendi-ის” პროდუქცია მსოფლიოს გარშემო 120-მდე ბუტიკში იყიდება. კომპანიაში სულ 250-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო მისმა გასული წლის შემოსავალმა 353 მილიონი ა.შ.შ. დოლარი შეადგინა.


13 comments:

clown said...

საინტერესოა :))

Taa said...

პირველ სურათზე რომ სამაჯურია :(
რას არ მივცემდი მაგისთვის
შემიყვარდა

CGSaba said...

აუ რა მაგარი ფეხსაცმელია სუ ზემოთა სურათშიი
ვგიჯდები ქალს რო მსგავსი რამე რუმეებია ცვია ფეხზე
აუ მიყვარს
:(

როდრიგო said...

მაგარი "ფ" ლოგოა ;)

ჩორვენი¹³ said...

au me miyvars Fendi , miuxedavad imisa rom modis mimdevari ar var da ar magelvebs tendenciebi Fendis sul aqvs ragac rac zalian magaria, creatiuli genialuri da zalian mosaxerxebelia!! ♥

Maka Asatiani said...

მართლა, ყოველთვის აქვს ის რაღაც, რაც განუმეორებელს ხდის. ამიტომაც ♥ ფენდი :))

Lord Vader said...

ე, ფენდი!


შანელის ორი C უფრო მაგარია.
ეგ კიდე ჟივანშის გავს.

ჯუნა said...

პირველ სურათში ფეხსაცმელები როგორ ძალიან მომწოოონს

Maka Asatiani said...

@ლორდ, ჟივენშის მართლა გავს :)

@ჯუნა, ეს ფეხსაცმელი მეც მომწონს ძალიან.

Lord Vader said...

მართლა გავს, აბა ტყუილს ხომ არ გაკადრებ :)

Maka Asatiani said...

ავღნიშნე იმიტომ, რომ შენ დამანახე ეს მსგავსე. არ დავფიქრებულვარ ამაზე მანამდე :)

Sophie Golden said...

ვგიჟდები, ვგიჟდები ფენდიზე. მილანში ლამის დორბლები ჩამომივიდა (უკაცრავად) ეს მაღაზია რომ ვნახე და კიდევ მოხუცი ბებიები, ფენდის ჩანთებს რომ დააკონწიალებდნენ.

Nina Gorecki said...

მერამდენე წელია ამ დამალობანა ჩანთაზე ვოცნებობ :)