მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Jun 24, 2010

ყველაზე ძვირადღირებული თვალის ტუში

ადამიანის ფანტაზიას ზღვრები არ გააჩნია. მატერიალური ზრდის პარალელურად მოთხოვნილებებიც იზრდება. ასეთ მდგომარეობაში, ხშირად ზნეობრივ ზღვრებს ვეღარ ვგრნობთ და ყველაფრს ვკისრულობთ. ასე მაგალითად, ერთ-ერთ ინკოგნიტო მყიდველს მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი თვალის ტუში 14 მილიონი დოლარი დაუჯდა.


შესაძლებელია იკითხოთ, კი მაგრამ რა უნდა იყოს ასეთი, რომ ამ თანხად ღირდეს? მაშ ასე, მე დეტალებს გაგაცნობთ, თქვენ კი თავად იმსჯელეთ რამდენად ღირებულია ასეთი საყიდლების კეთება. თვალის ტუში ბრილიანტების ნაფშხვენებს შეიცავს. თავად სათავსი 18 კარატიანი ბრილიანტისგანაა დამზადებული. ამავდროულად მას ორი ფუნქცია გააჩნია - მეორე მხარეს ტუჩის საცხია განთავსებული. დიზაინის მორთვას სულ 2500 ძვირფასი ქვა დასჭირდა. ამ შემთხვევაში კომპანია „H couture beauty“ შეზღუდულ ფანტაზიას არ უჩივის და საკუთარ პროდუქციას ინოვატორული მიდგომით ავრცელებს.


კომპანია მხოლოდ ასეთ ფუფუნებას არ სჯერდება და შედარებით ხელმისაწვდომ პარფიუმერისაც აწარმოებს. მაგალითად, სვაროვსკის თვლებით ინკუსტირებული თვალის ტუში 589 დოლარად, რომლის სათავსი მოოქროვილია.

საინტერესოა, რომ იმ შემთხვევაში თუ პარფიუმერიის ნედლეული დამთავრდება კომპანია „H couture beauty“ მომხმარებელს მის განახლებას სთავაზობს.

პ.ს. რამდენჯერ გვიყიდია ის რაც არ გვჭირდება?

16 comments:

Sophie Golden said...

გახსენებაზე ერთი კარგი ტუში არ მაწყდენდა.

მე ჰელენა რუბინშტაინის 25 (თუ სწორად მახსოვს) ევროიან ტუშში დამენანა ფულის "გადაყრა" და მილიონები როგორ უნდა დახარჯო, damn.

Maka Asatiani said...

მეც ახალი ტუში მექნება საყიდელი სულ მალე :)

როდრიგო said...

ამდროს მაგის ნაცვლად რამდენ ადამიანს დაეხმარებოდი...
იქნებ ისიც ესე ფიქრობდა და ფული რო გაუჩნდა მერე დაიკიდა. რავიცი ...

Maka Asatiani said...

სულ ასე ხდება, როდესაც საფიქრალში ვარდები და საკუთართ თავს დილემის წინაშე აყენებ.მაგრამ ცუდი ის არის, რომ ხშირად დაუფიქრებლად ყიდულობ ამა თუ ი ნივთს.

lex tempus said...

რატომ უნდა გადაყარო ამდენი ფული ბრილიანტებიან ტუშში, არ მესმის... სამკაული რომ ყოფილიყო, კიდევ ჰო :)

როდრიგო said...

....

Qilipa said...

იმეეეე, რა სისულელეა ჯერ ამის დამზადება და მერე ყიდვა, მაგრამ თუ მყიდველი არსებობს დამზადება ძაანაც ჭკვიანურია ისე :) ამხელა ფული კი არა საერთოდ რატო უდა გადავყარო ტუშში ფული? :დ

Maka Asatiani said...

სხვათაშორის ეს იდეა 25 წლის გოგოს ეკუთვნის, რომელიც ე.წ. self-made მილიონერია უკვე.

Lord Vader said...

მაქ ქალის თვალები დაიდოს, ასეთ ტუშს რომ ისვამს.

***
ისე, მილიონები იქეთ იყოს და ხშირად გამოგია, ოჰ... ამდენს როგორ მივცემ რაღაც ჭინჭებშიო.
არადა ამ ჭინჭებთან ხახუნში :) ატარებს კანი მთელ დღეს.
ვინმე ჭამსს ვადაგასულ კარაქს? ან დაობებულ პურს?
თუ კუჭს უფრთხილდები, კანი გასაფრთხილებელი არაა? :)
აი, ამაშია საქმე.

იყიდიან "ადიბასს" (მადლობა ზაზა ბურჭულაძეს ამ სიტყვის შეხსენებისთვის :))
და მერე წუწუნებენ ბავშვს ბრტყელტერფიანობა განუვითარდაო.

Taa said...

maka cemtvis rom es yvelaze magari postia am blogze dawerisasac xvdebodi albat

respect
yoveltvis saintereso ragaceebs cer, ar mezareba es ro agvnishno mgoni kvela komentarshi

tushi aris is nivti romelshic mec mivcemdi uamrav fuls. udzvirfases kabasa da tushs shoris tushze gavaketebdi archevans, imiotom rom mis gareshe cxovreba ar shemidzlia

yvelaze dzviri am gadasaxedidan tusshshi maqvs micemuli 79 lari, magram metsac mivcemdi rom mqondes

nu milionebs ara magram im 589$-ian svarovskebians vikiddi siamovnebit
tundac ar camesva, mainc vikiddi :)

მაკა ასათიანი said...

@Taa, და ლორდ :) მართალი ხართ სახეზე ისვამ, თავს უნდა გაუფრთხილდე და ა.შ. უბრალოდ არსებობს ზღვარი, რაც თას კომენტიდან კარგად სჩანს - „nu milionebs ara magram im 589$-ian svarovskebians vikiddi siamovnebit
tundac ar camesva, mainc vikiddi :)“
ზღვარი ის არის, რომ ტუშში მაქსიმუმ 1000 დოლარი თუ გადაიხადა კოსმეტიკის ამბავში გარკვეულმა ადამიანმაც კი.

პ.ს. ბოლოს შანელის ტუში შევიძინე (inimitable)40$ად და მაკმაყოფილებს ის რაც მაქვს ახლა. კარგი კოსმეტიკა ჩემი სისუსტეა და ცუდს არ ვეტანები, ალბათ ისევე როგორც ყოველი თქვენთაგანი არ ვურჩევ საკუთარს სხეულს მალე დაბერებას.

Lord Vader said...

რაღაც ზღვარს რომ აცდება ქონება, მერე იზვრაშჩენიები იწყება ხოლმე.
ეგრე ჩანს, თორე მე არ გამომიცდია, სამწუხაროდ :(

kalo said...

ღმერთო ჩემო, რა ამბავია მილიონ უთვალავის გადახდა ტუშში :-):-) თან ჩემთვის განსაკუთრებით გაუგებარია, ცხოვრებაში არ გამომიყენებია ტუში :-)

Taa said...

Lord Vader

vader, xom xar chemi megobari blogeri
xoda sheni megobarblogeruli tvalebis chirime

sheni qoneba zgvars tu ascdeba erti nivti mikide raa chemi wishlistebidan

:D :D :D

Maka Asatiani said...

ზღვარსაცდენილი ქონება - cool :D :D :D

Lord Vader said...

@Taa
ეჰ, ჩემო კარგო, მაშინ სხა საქმეს უნდა ვეწიო - მე ხომ კონსულტანტი ვარ. ანუ, სხვებს ვეხმარები იმაში, რომ მათი ქონება მიუახლოვდეს და აცდეს ზღვარს.
საკუთარი თავი კი აღარ მახსოვს. :(