მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

May 24, 2010

ემანუელ უნგაროს მოდის სახლი

ემანუელ უნგარო – ეს ის მოდელიორია, რომლის ცხოვრების და შემოქმედების საკვანძო სიტყვა – დამოუკიდებლობაა. მას არა აქვს ჩარჩოები არც შემოქმდებაში და არც თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაში.

„ჩემი ტანსაცმელი ქალს თავისუფლებას აგრძნობინებს. მისი ტარება მას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუძლია” – განაცხადა ერთხელ უნგარომ.



დიზაინერი ბავშვობაში კონსტრუქტორებსა და ჯარისკაცებს დედის საკერავ მანქანას ამჯობინებდა. შემდგომში უკვე მოზარდი ემანუელი კარიერის გასაკეთებლად პროვინციიდან საფრანგეთში გაემგზავრა და პატარა ოტელიეში მკერავად მუშაობდა.


დიზაინერმა საკუთარი კომპანია 1965 წელს გახსნა. იგი პირველივე კოლექციიდან შეამჩნიეს. დიზაინერმა ახალი სახლიც კი შეიძინა, რომელიც დღესდღეობით ემანუელ უნგაროს კომპანიის შტაბ ბინად არის ქცეული.




შემოქმედებით ფანტაზიას ემანუელი არასოდეს უჩიოდა. მას ყოველმხრივ გასაქანს აძლევდა, და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ის პასუხისმგებელი მხოლოდ ღვთის და იჯახის წინაშეა. ზოგჯერ მოდის კრიტიკოსები მას დიდ ოპოზიციონერს უწოდებდნენ. ის ხომ ყველაფერს თავისი კოლეგების საწინააღმდეგოდ აკეთებდა. თუკი მოდაში მშვიდი ფერები შემოდიოდა, ემანუელი აუცილებლად ყველაზე ჭრელ კოლექციას ქმნიდა.





ემანუელ უნგაროს მოდის სახლს უამრავი ჯილდო აქვს დამსახურებული. ახლა დიზაინერი სიცოცხლეშივე ეძებს თავის მემკვიდრესა და საქმის გამგრძელებელს. ხანგრძლივი ძიების შემდგომ მას მაინც არ უმართლებს, ვერავინ იმეორებს მის გენიალურ შემოქმედებას. ემანუელ უნგაროს მოდის სახლში იქამდე ისეთი ცნობილი დიზაინერები მუშაობდნენ, როგორიცაა ჟან პოლ გოტიე, კრისტიან ლაკრუა და რობერტო კავალი. თუმცა ბოლოს წინა დიზაინერმა სერიოზული ზარალი მიაყენა კომპანიას. ესტრელა არჩმა სამსახურში სამხატვრო დირექტორად მსახიობი ლინდსი ლოჰანი აიყვა. ამ უკანასკნელის გამოჩენამ პარიზის მოდის კვირეულზე უდიდესი უკმაყოფილობა გამოიწვია. უნგარომ გაწყვიტა ლინდსი ლოჰანთან გაფორმებული 200 მილიონ ა.შ.შ. დოლარიანი კონტრაქტი და ესტრელა არჩიც გაათავისუფლა სამსახურიდან. სულ ახლახანს, აპრილში კომპანიაში ბრიტანელი დიზაინერი ჯილს დიკონი მოვიდა, რომელიც ამავდროულად კრეატიული დირექტორის ფუნქციებსაც ასრულებს.

9 comments:

fiqro said...

lurrji fexsacmeli minda.. amsimaRleebze ashkarad ver vivli magram mainc minda :)

როდრიგო said...

მომწონს მეამბოხე დიზაინერები;))
ვაი ის ფეხსაცმელი როგორ უნდა ატარანო ნეტა:D
კიდევ კარგი გაუშვეს ლინდსი ლოჰანი თორე სულ დააქცევდა და გააპარტახებდა იქაურობას!:D

Lord Vader said...

აი, ბიჭოლაც მაგას ამბობს - ჯარისკაცებით თამაშს საკერავი მანქანა და თოჯინები მერჩივნაო - ერთი მსგავსება უკვე სახეზეა.

Lord Vader said...

მემკვიდრის პონტში ვამბობ რა.

მაკა ასათიანი said...

ბიჭოლას არ უნდა უსმინო, მხოლოდ მის ნამუშევარს უნდა უყურო :)))))

Taa said...

ის ხომ ყველაფერს თავისი კოლეგების საწინააღმდეგოდ აკეთებდა. თუკი მოდაში მშვიდი ფერები შემოდიოდა, ემანუელი აუცილებლად ყველაზე ჭრელ კოლექციას ქმნიდა.

ამიტომაც მიყვარს :)

Katieé.Ge said...

უნგაროსთან რა შუაშია, მაგრამ კომენტარებმა გამახსენა.

რადიოში მოვკარი ყური, ვიღაც მგონი მოდის კრიტიკოსს უთქვამს, მგონი უცხოელს, ავთანდილის სამოსი შეგიძლია ყოველდღე ჩაიცვა, ირაკლი ნასიძის – კვირაში ერთხელ, ბიჭოლასი კი – არასდროსო :D

Maka Asatiani said...
This comment has been removed by the author.
linutana said...

momwons