მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

May 16, 2010

Armani Hotel Dubai

ფეშენებელური საცხოვრებლები, იახტები, კუნძულები და რესტორნები მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი და მდიდარი დიზაინერებისათვის აღარ კმარა. ახლა საკუთარი სასტუმროს ფლობა მათთვის უკვე აუცილებლობაცაა. სწორედ ასე მოიქცა მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ტირანი - ჯორჯო არმანი. დიზაინერმა მშენებლობაში მილიონები დააბანდა. შედეგად კი დუბაიში მდებარე სასტუმრო - Armani Hotel Dubai-ს მფლობელი გახდა.

Armani Hotel Dubai ჯერ ახალბედაა, თუმცა სასტუმროში გაჩერებულ სტუმრებს ცხოვრების დღესასწაულად გადაქცევას ჰპირდება. სასტუმროს ტერიტორიაზე 8 რესტორანი ფუნქციონირებს, სადაც მსოფლიოში საუკეთესო მზარეულები იტალიურ, იაპონურ, ინდურ და ფრანგული კერძებს ამზადებენ. 160 სართულიანი ცათამბჯენი Burj Khalifa 37 სართულს სასტუმროს უთმობს.

Armani Hotel Dubai მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს სტუმრებს. სასტუმროში განთავსებულია VIP დარბაზი, სარელაქსაციო ცენტრი Armani/Spa, მაღაზია Armani/Dolci და გალერეა Armani/Galleria. მოდელიორმა აქაც არ უღალატა თავის ელეგანტურ და დახვეწილ გემოვნებას, ყოველი ოთახის დიზაინი ჯორჯო არმანის ეკუთვნის.


აღსანისნავია, რომ საკუთარ სასტუმროებს ასევე ფლობენ Moschino და Versace.


P.S. ხედი სასტუმროდან.

11 comments:

როდრიგო said...

აუ ძალინ მაგარი სასტუმროა ;)) დუბაი მაგარი ქალაქი ხდება , გახდა უკვე:)

Tomushka said...

სიტტყევბი არ მაქვს რომ გამოვხატო აღფრთოვანება ამ ქალაქის მიმართ.
ჯერ სადააა გეოლოგიური და ბუნებრივი პირობების მიხედვით, მაგრამ რა ოაზისებს ქმნიან, რაც მტავარია გემოვნებიანს. თორემ ფული ვისაც აქვს ყველას კი არ შეუძლია მისი ღირებულად დახარჯვა.

Maka Asatiani said...

ნამდვილად ოაზისს ემსგავსება :)

აქ არის ამ სასტუმროს მშენებლობის კადრები. http://www.youtube.com/watch?v=W3VphF8nMBg

tina tini said...

dzalian lamazi sastumroa.makush,ver sheukvetavdi ert nomers chemtvis?:))

Maka Asatiani said...

sure, მაცადე ცოტაც გავმდიდრდე :)))))))

Lord Vader said...

დუბაი არ ვიცი და არმანი საოცრად ნიჭიერი ადამიანია.
მიდასივით არის - რასაც ხელს შეახებს, ოქროდ იქცევა.

Taa said...

აი რა უნდა დავწერო?
რა შეიზლება დავწერო?
ვიტიროოოოო
არმანი სპაში ცხოვრებას გავატარებდი

მინდა მინდა მინდააააააა

linutana said...

dzalian magaria :)

Stella said...

ძალიან მაგარი რამეა :D

Anonymous said...

maka akac shen xar? rame sheizleba vaketo da shen ar shegxvde? :D

Maka Asatiani said...

აქაც მე ვარ :)) ჩემი ბლოგია :)
ვინ ხარ? :))