მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Apr 25, 2010

SHARP - მუდამ ბასრი

კომერციული ტელეფონი ფოტოკამერით პირველად „SHARP-მა” გამოუშვა. გამოგონების თვალსაზრისით, კომპანია არაერთხელ ყოფილა ინოვატორი. თუმცა, მსოფლიო აღიარებამდე დიდი გზა განვლო. ელექტრონიკის მწარმოებელი იაპონური კომპანიის დაარსების ისტორია 1912 წლის 15 სექტემბერს უკავშირდება. ვინაიდან ყველაფერი სწორედ მაშინ, ტოკუჯი ჰაიაკავას მიერ დაარსებული მეტალის საამქროდან დაიწყო. საქმეები კარგად მიდიოდა. ნიკელის კორპუსში მოთავსებული მექანიკური ფანქარი ერთ-ერთი პირველი დაპატენტებული გამოგონება იყო. ფანქარი გათლას არ საჭიროებდა, ამიტომაც ბაზარზე მისი პოზიციონირება ასეთი იყო - „მუდამ ბასრი“ (ინგ. ever-sharp pencil). კორპორაციის დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან წარმოიშვა.



წარმატებულ ბიზნესში ყოველთვის არიან ისინი, ვინც საქმის სასიკეთოდ ძალისხმევას არ იშურებენ. ასევე, არსებობენ კონკურენტები, რომლებიც შურით აღსავსენი მუდმივ პაექრობაში არიან. შედეგად, გარკვეული ან გაურკვეველი მიზეზების გამო ტოკუჯის საამქრო 1923 წელს დაიწვა. სჩანს, ვიღაცას არ აწყობდა მექანიკური ფანქრების კონკურენტობა ან ხომ შეიძლება დაღლილმა მუშამ ჩაუქრობელი სიგარეტის ნამწვავი უბრალოდ, შემთხვევით უადგილო ადგილას გადააგდო. ვინაიდან ძველი საამქროს აღდგენა შეუძლებელი და ძვირი იყო, ახალი, მაგრამ უკვე ქარხანა ქალაქ ოსაკაში აშენდა. ქარხანა უფრო მეტ შესაძლებლობეს იძლეოდა. ამიტომ ტოკუჯი ჰაიაკავა მუდმივად სიახლეზე ფიქრობდა. ერთხელ, მზიან ამინდში მოსეირნეს მაღაზიის დახლზე რადიომიმღები დაუნახავს და სწორედ მაშინ გადაუწყვიტავს რადიომიმღებების წარმოებასთან საკუთარი ბედის დაკავშირება. მოგვიანებით, 1951 წელს, „SHARP-მა” პირველი ტელევიზორის პროტოტიპი მსოფლიოს წარუდგინა. ამ მოდელის მარკა კი ასეთი იყო - SHARP TV3-14T. 1961 წელს, მსოფლიოში პირველი მიკროტალღოვანი ღუმელი გამოუშვა. ხოლო, მსოფლიოში პირველი თხევადკრისტალური დისპლეის მქონე კალკულატორი, რომელსაც ახლა სკოლებშიც კი ხმარობენ 1973 წლისთვის გაჩნდა. ასე, რომ კომპანიას თავისი არსებობის მანძილზე რა არ უწარმოებია. ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც დიასახლისის ფუნქციებს ითავსებს, ვიდეო პროექტორები, ტელევიზორები, ელექტროღუმლები, სალაროები, მეხსიერების ჩიპები,ტელეფონები,მსოფლიოში პირველი ორკარიანი მაცივრები და ა.შ.



აღსანიშნავია, რომ კომპანიის წარმატებაზე „Manchester United-მა” იმოქმედა. ინგლისის ნაციონალურ ფეხბურთის გუნდს ის 18 წელი აფინანსებდა. ამის სანაცვლოდ, ყოველი ფეხბურთელის ფორმას „SHARP-ის” ლოგო ამშვენებდა. ამ ფაქტმა კომპანიის მსოფლიო ცნობადობა ერთი ორად გაზარდა.


დღეისათვის მულტინაციონალური კორპორაცია „SHARP-ი” მსოფლიოს ნახევარგამტარი ელექტრონიკის მწარმოებელ საუკეთესო კომპანიათა ოცეულში შედის. თუმცა, „პანასონიკი”, „სონი”, „სამსუნგი” და „ტოშიბა” მისი კონკურენტები არიან. 2009 წელს, „SHARP-ის” ფინანსურმა ბრუნვამ 29 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ 54 ათასი ადამიანი.

5 comments:

Lord Vader said...

აი, თურმე რატომ ქვია შარფი.

შარფის უოქმენი მქონდა (კასეტებზე) სკოლაში რომ ვსწავლობდი მაშინ... სხვა არაფერი. ამით ამოიწურება ჩემი და შარფის მეგობრობა :)

Katieé.Ge said...

შარფის პრინტერი მქონდა, მგონი 7 წელი და მასე ერთგულად არ უმუშავია არცერთს ;)

Taa said...

არ მახსოვს რა მქონდა შარპის ოდესმე
მაგრამ ეს ისტორია ძალიან საინტერესო წასაკითხი იყო უდაოდ

საერთოდაც მე ეს ბრენდ ბლოგი ზალიან მომწონს, იმიტომ რომ თითოეულ პოსტში ყოველთვის ახალს ვკითხულობ რაღაცას და მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო შენდამი "მაკატერინე" :)

Maka Asatiani said...

გავწითლდი და დავიმორცხვე :) უღრმესი მადლობა თაა, რომ ასეთი კომენტარით სტიმულს მაძლევ.

როდრიგო said...

ვიხსენე ვიხსენე და შარფის არაფერი შემიძენია:)