მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Apr 17, 2010

თომას ბატას მიზნები და 15 მილიარდი გაყიდული წყვილი ფეხსაცმელი

„Bata“ ოჯახის მფლობელობაში არსებული, ფეხსაცმლის დიდი კომპანიაა. მისი სათაო ოფისი შვეიცარიაში მდებარეობს, ბიზნესი კი მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე აქვს გაშლილი. თავისი არსებობის მანძილზე კომპანიამ უკვე 15 მილიარდი წყვილი ფეხსაცმელი გაყიდა.

კომპანიის ისტორია დღევანდელ ჩეხეთის რესუბლიკაში ჯერ კიდევ 1894 წელს დაიწყო. მისი დამფუძნებელი თომას ბატა იყო. იდეის განხორციელბა მაშინ დაიწყო, როდესაც სამხედრო ფეხსაცმელზე პირველი შეკვეთა პირველი მსოფლიო ომის დროს მიიღო. თომას ბატას მიზნად ჰქონდა დასახული - შეექმნა მაღალხარისხიანი ფეხსაცმელი დაბალ ფასებში. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ „Bata-ს“ საქონელი იოლად ხელმისაწვდომი და მეტად გაყიდვადი გამხდარიყო.


თომას ბატა 1932 წელს გარდაიცვა, ხოლო კომპანია საკუთარ ძმას ჟან ანტოანინ ბატას დაუტოვა. მისი ხელმძღვანელობით საქმიანობა ძალიან წარმატებული და შორსმჭვრეტელი გახდა. საბოლოო შედეგამდე დიდი გზა განვლო. თუმცა, 60 მილიონ ფეხსაცმლის წყვილს უკვე 1939 წელს 63 ქვეყანაში ჰყიდნენ.



მეორე მსოფლიო ომმა დიდი ზიანი მიაყენა ბატას ოჯახს. შედეგად, ამან მათი ამერიკაში გადასვლა საცხზოვრებლად განაპირობა. დაძაბულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ბიზნესი არაერთხელ გააცამტვერა. თავად ჟან ანტოანინს კი მუდმივად ციხით ემუქრებდნენ.

სირთულეებმა განვლო. კომპანია ჩვეულ საქმიანოაბას დაუბრუნდა. უამრავი პროდუქცია გამოუშვა და ბიზნესი მსოფლიოს გარშემო გააჩაღა. მართალია, თომას ბატას მიზანიფექსაცმელი ყველასათვის იოლად ხელმისაწვდომი გაეხადა ვერ ახდა, თუმცა ამას გაყიდვებზე არასოდეს უმოქმედია.

პ.ს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ლინკები:

8 comments:

clown said...

ტვინი + გამართლება ^_^

Sophie Golden said...

არასოდეს მიყიდია "ბატაში" ფეხსაცმელი, ჩემთან 90-იანებთან ასოცირდება; თუ არ ვცდები, ჩვენთან მაშინ გაიხსნა ეგ მაღაზია. თან, დიდად არც მომწონებია, ძვირია და თვითონ ფეხსაცმელი - დიდი არაფერი.

Maka Asatiani said...

არც მე მიყვარს ადგილობრივი ბატას მარაზიების ქსელი საქონელი. უჯასია, ევროპისთვის წარმოებული პროდუქცია ბევრად უკეტესია, თუმცა არ ის არის საუკეთესო. ფაქტია, რომ ბატამ უკვე საქართველოშიც ძლიერ მოიკიდა ფეხი. ამის ნათელი დასტურია ქსელის მუდმივი გაფართოება, ახლა სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში გაიხსნება მათი უშველებელი ფილაიალი.პ.ს. და ჩემი მოცუცქნული მაღაზიაც :)

Lord Vader said...

სხვათა შორის, არ არის ცუდი ხარისხი. ჩემი გამოცდილებით საკმაოდ გამძლე ფეხსაცმელია.
ახლა ესპანურს არ ჯობია, მაგრამ ხარისხი კარგი აქვს.

მოდი, შევავსებ?
სპორტულ ფეხსაცმელს ბოტასებს რომ ვუძახთ - ეს სწორედ ტომაშ ბატიას ქარხანას უკავშირდება. http://wp.me/sBTza-botas

მისი სახელი და გვარი კი (თუ არ მიწყენ) ტომაშ ბატია-ა.
http://www.mypraha.info/bata/

Maka Asatiani said...

ეს რა სასარგებლო შევსება იყო :)მადლობა ლორდ. ეს ლინკები პოსტში უნდა ჩავამატო.

გაბო said...

ძვირია და ხარისხი საშუალო ყოველ შემთხვევაში იმ ერთხელ რომ ვიყიდე მეორედ არ გამხსენებია ბატაში ფეხსაცმლის ყიდვა.

Katieé.Ge said...

"ბატამ" საქართველოში ისევე გადაარჩინა ბევრი, როგორც ლობიომ :D
დაახლოებით იგივე "კლასია" რაც ადგილობრივი "ვოგგ"-ი. კარგ ფეხსაცმელთან შედარებით მაინც უფრო ხელმისაწვდომია და ამიტომ არის მოთხოვნა.

კარგი იქნებოდა, იგივე კატეგორიის სხვა ბრენდებიც იყვნენ საქართველოში, მაშინ არ იქნებოდა მაღალი ფასი, როცა კონკურენცია გაიზრდებოდა.

პ.ს. რომელი პატარა მაღაზია იხსნება ქარვასლაში?

Maka Asatiani said...

2 მაისს არის სავაჭრო ცენტრის ანუ „ქარვასლის“ გახსნა, სადაც მესამე სართულზე იქნება ჩემი მაღაზია, თუმცა ის 1 ივნისიდან ამუშავდება.