მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Mar 2, 2010

ჯადოსნური ყავა

თითქოს პირველად მივემართები უცხოობისკენ, სადაც არასდროს ვყოფილვარ. კარს მიღებს ნაცნობი მასპინძელი. თითების თითოეული ნერვიული დაბოლოება ხელში მოხერხებულად მოკალათებულ მორიგ საოცრად სურნელოვან ფინჯან ყავას ეხება. სახეზე უბიწოების ექსტაზში დამუნჯებული ღიმილი და ჩათვლემილი თვალების სასიამოვნოდ ირონიული გამოხედვა მაქვს. თავს ვიწყნარებ, მე ხომ ზუსტად ასეთი დილა მიყვარს. ხმაური, შიშინი... რადიო ტალღები ამინდის პროგნოზს გადმოსცემენ. ბრენდის სამზარეულოში ამინდი მზიანია, მოსალოდნელია უნალექო ყავის მიმოხილვა :)


ეს პოსტი ალბათ არც დაიწერებოდა, რომ არა ბრაზილიაში მყოფი მაქს მორგენტალერის 1930 წლის გამოგონება - ახალი, იოლად დასამზადებელი ყავის ფხვნილი, რომელსაც ადუღებულ წყალს ამატებ და ვუალა ცხელი, სურნელოვანონი სასმელი მზადაა. საიდუმლო რეცეპტი შვეიცარიაში მალევე აღმოჩნდა და უკვე 1938 წლის 1 აპრილს კომპანია „ნესტლეს“ ერთ-ერთი ბრენდის სახით გაყიდვაში გამოვიდა. თუმცა, ყავის სახელწოდება „ნესკაფე“ პირველად ორმოცდაათიან წლებში ამერიკის სატელევიზიო რეკლამებში გამოჩნდა. შემდეგ კი შეფუთვებზეც დააწერეს. მოგვიანებით „ნესტლემ“ ამერიკაში ახალი ბრენდის წარმოება დაიწყო და „თესთერს ჩოის“ უწოდა. „ნესკაფეს“ რეორგანიზაცია 2003 წელს მოხდა და პროდუქტს ახალი სახელი „ნესკაფე თესთერ ჩოის“ დაარქვეს. ყავის პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამერიკის მთავრობა არმიაში ყოველწლიურად „ნესკაფეს“ მილიონ კოლოფს გზავნიდა. სწორედ ამერიკის სამხედრო ძალებმა გახადეს ყავა პოპულარული ევროპის ქვეყნებში. ის ხომ ამერიკელი ჯარისკაცების კვების ყოველდღიურ რაციონში შედიოდა. ამას მოყვა ბრენდის ექსპორტირება საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში. ბრენდი თანდათან უფრო დიდი წარმატებით იყიდებოდა. ხოლო ორმოცდაათიანი წლებიდან ის თინეიჯერების საყვარელ სასამელადაც იქცა. ყავის სახლებში მოზარდები სასმელის დასალევად და ახალი მუსიკალური მიმდინარეობის როკენ-როლის მოსასმენად მიდიოდნენ.


ამრიგად, ბრაზილიური ყავა „ნესკაფე“ კომპანია „ნესტლეს“ ყველაზე გაყიდვადი საერთაშორისო ბრენდია. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ცხელი სასმელის ექსპორტირება მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს. ბრენდის სახელით დღეს სხვადასხვა არომატის ყავა: კლასიკი, გოლდი, ესპირო, მონტეგო და ესპრესსო გამოდის.

„ნესკაფე“ – ცხელი სასმელი და დღის ჯადოსნური დასაწყისი. ძველი ებრაულით „ნეს“-ჯადოსნურს ნიშნავს, ხოლო „კაფე“ - ყავას, ამიტომ ისრაელის მოსახლეობა მას „ჯადოსნურ ყავას“ უწოდებს. სინამდვილეში, მისი დასახელება „ნესტლესთან“ არის დაკავშირებული. კომპანიის სახელწოდებიდან პირველი სამი ასო ანუ „ნეს“ არის ნასესხები.


ამერიკულმა ჟურნალმა „ბიზნეს ვიქმა” „ნესკაფე" მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების 2009 წლის ასეულში ოცდამეხუთე ადგილზე დააფიქსირა. ხოლო ბრენდის ღირებულება 13,317 მილიონ ა.შ.შ. დოლარად არის შეფასებული. როგორც სჩანს, პატარა წითელი ხილი, რომელიც ხეზე მოდის დიდი შემოსავლის მომტანი აღმოჩნდა. ამისათვის კი კომპანია „ნესტლე“ მაქს მორგენტალერის მადლობელი უნდა იყოს.

პ.ს. ბევრი მოსაზრება არსებობს - მავნებელია თუ სასარგებლოა ყავა ჯანმრთელობისთვის. ეს სასმელი ხომ კოფეინს შეიცავს. თუმცა, 2008 წლის მარტში გამოქვეყნებული ამერიკულ-ავსტრალიული კვლევის შედეგებმა ცხადჰყო, რომ დღეში სამი ფინჯანი ყავა ქალებში კიბოს გაჩენის საფრთხეს 20 პროცენტით ამცირებს. ხოლო ზოგადად კი მეხსიერების დიდხანს შენარჩუნებაში გვეხმარება.

22 comments:

Dv0rsky said...

ოო კარგი რა, ნესკაფეს ამდენი ტექსტი როგორ დაუთმე :)

ყველაზე ბანძია.
მაქსველ ჰაუსის და პელეს რანგში გადის.

იაკობსი ჯობია მაგას 100 თავით.

(ეს მხოლოდ საქართველოში რაც მოიპოვება, ისინი ჩამოვთვალე)

Taa said...

მართალია შენი პოსტი ნესკაფეს ეძღვნება

მაგრამ მე უფრო მაგარი ყავით მოვჯოკრავ :)
4 დღეა ჩემმა თანამშრომელმა სტარბაქსი ჩამომიტანა სტამბულიდან

4 დღეა საოცარი მოლოდინით ვიღვიზებ როდის დავლევ და ვისიამოვნებ საოცარი სურვილით :)

4 დღეა დიმას ვეჩალიჩები სამსახურში ცოტა დააგვიანე და ერთად დავლიოთ ყავა მეთქი

და 4 დღეა მთანხმდება – არ ვიცი ჩემი თუ სტარბაქსის ხათრით :D

Maka Asatiani said...

Dv0rsky, ეს ბრენდის სამზარეულოა, Jacobs, Maxwell house, Pele და ა.შ. რიგში დგანან. მათი დროც მოვა. მეტიც, უამრავი ბრენდი ელოდება თავის ჯერს. "Business Week-ის" რეიტინგზე დაყრდნობით საჭიროდ ჩავთვალე რომ სწორედ ნესკაფე ყოფილიყო პირველი ყავის მწარმოებელი ბრენდი, რომელსაც ამხელა ტექსტს დავუთმობდი.
და კიდევ გემოვნებაზე არ დაობენ. პირადად მე როცა ამ პოსტს ვწერდი Carte Noire-ს ვსვამდი, გუშინ იდეა რომ გამიჩნდა Jacobs-ის მსხივილი დაფქვის ე.წ. გასაფილტრ ყავას და ხვალ რას დავაგემოვნებ არ ვიცი. ერთი რამ კი ნათელია მე მიყვარს ყავა :)

Maka Asatiani said...

Taa Viva Starbucks :)

Lalena said...

მართალია ყავა არ მიყვარს, მაგრამ ისე გიწერია, ისე, სიეეეე, რომ წავალ მოვიდუღებ :)))

როდრიგო სანტორო said...

ხშირად არ ვსვამ, მაგრამ "ნესკაფე" მგონი ყველაზე ძალიან მომწომს. ნესტლეს პროდუქცია საუკეთესოა :)

clown said...

არ მიყვარს ყავა :შ


აი ჩაი კი ლავ ლავ და ლავ ^^

Sophie Golden said...

მავნებელია თუ არაო, წერდი და იმ დღეს "ნესკაფეს" ყუთზე წავიკითხე, მწვანე ჩაიზე ბევრად სასარგებლო რაღაცებს შეიცავსო :| არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ მე კი მიმიზიდა და თუ ოდესმე, კვირაში ან თვეში ერთხელ, ყავის დალევა გადავწყვიტე, ნესკაფეა ხოლმე.

ოჰ, ჩემი ბრაზილია, მიყვარს, მიყვარს. ყველაფერი, რაც მე მიყვარს - კარტოფილი, ლობიო, სიმინდი, ყავა (ძალიან არ მიყვარს, მაგრამ) სულ სამხრეთ ამერიკიდან მოდის.

P.S. ნესკაფე სულაც არაა ბანძი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდია, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არის ნესკაფე და დანარჩენი ყავები უკან მისდევენ.

Maka Asatiani said...

სოფი, ნამდვილად არ ვიცოდი თუ მწვანე ჩაის სჯობდა :) ძალიან კარგია თუ მასეა იმიტომ, რომ „ყავამანი“ ვარ :)))))))

fiqro said...

ოი სტარბაქსიი.. როდის გვეღირსება საქარტველოში როდიის (წაიკითხეტ მოთქმით და გურული აქცენტით)

margiela said...

ოფენ აფ,ოფენ აფ...

ჯორჯ პაიკი said...

უნალექო ყავის ამინდია. :) ნეტავ ვინმე მომიდუღებდეს. :)

Lord Vader said...

მე კაპუჩინო მიყვარს ყველაზე ძაან. Lavazza.

ისე Nespresso. ეგაა ყველაზე მაგრობა.

@ Sophie Golden
რას ამბობ, აბა - მწვანე ჩაის როგორ ჯობია, როცა ბალზაკმა 50 წლისამ გაფშიკა ფეხები და ედიკა ქეა ეგერ სტამბულის კაჟივით.

kikito said...

uuf yava mominda :))

Taa said...

Maka Asatiani said...

Taa Viva Starbucks :)

LOVE U :)


1 KVIRIS CIN CHAMOVATANINE TANAMSHROMELS
MESTUMREBI?

Maka Asatiani said...

@taa, why not? :)

სიამოვნებით :)

lika said...

Open your eyes, open your mind, open your thoughts - Don’t stay behind! . . . Open up, open up, open up, open up . . . Nescafé . . . .

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.