მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Mar 30, 2010

ტეკილა - „1800 Select Silver“

ინფორმაცია ალკოჰოლის, კონკრეტულად კი ტეკილას მოყვარულთათვის :)

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში საუკეთესო, ულტრაპრემიუმ კლასის ტეკილა 25 ათასი დოლარი ღირს? ნამდვილად მასეა, არ გადამიჭარბებია!

კოლექცია „1800 Select Silver“ სომელიეების მიერ ელიტურ სასმელად მიიჩნევა. იგი უნიკალური რეცეპტით არის დამზადებული და შეზღუდული რაოდენობით 2008 წელს გამოვიდა.

ზოგი იკითხავს - რა უნდა იყოს 25 ათასიანი ტეკილა? თუმცა, ამ სასმელს კონკურენტებისგან განსხვავებული უპირატესობები აქვს. ის აგავის 100%-ანი წვენისგანაა დამზადებული, ორჯერაა დისტილირებული და დაძველების მქონე სხვა ტეკილა ურევია.

ამბობენ, რომ ტეკილა „1800 Select Silver“ როგორც ყველა ელიტარული სასმელი სასიამოვნო და რბილ გემოს ტოვებს. მისი დალევა კოკტეილებთან ერთადაც შეიძლება.

რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ სად ვნახო ტეკილაზე დასახარჯი 25 ათასი დოლარი?

4 comments:

Lord Vader said...

ორდინარულ არყებს შორის კი ერთ-ერთი საუკეთესო არის Gray Goose. 24-40 დოლარი ღირს. ფრანგულია და კონიაკის სპირტზეა. არ დამილევია.

ტეკილაც ისე მაინცადამაინც სულ არ მიყვარს. მექსიკური საჭმელები კი მიყვარს. და ნამცხვრები აქვთ კიდე უამრავნაირი შოკოლადის.

რაღაც წერას მოუხშირე. ხდება რამე? :)

ბრენდის სამზარეულო said...

შეძლებისდაგვარად ასეთი მოკლე ნიუსები ან უბრალოდ ინფორმაცია ყოველდღე იქნება, ისტორია კი კვირაში ერთხელ ან ორჯერ :)

Sophie Golden said...

ტეკილა ტეკილად და პოსტერზე რა სიმპათიური მამაკაცია ;)

aleksandre said...

მიყვარს ტეკილა, კონიაკთან ერთად ჩემი ფავორიტი 40%+ სასმელია. მაგრამ 25 000... :( ავაგროვოდ ფული და ვიყიდოთ საზიაროდ ერთი ბოთლი...