მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Feb 16, 2010

ვარდისფერი ცხვრის ცურვა

მე ვარდისფერი ცხვარი ვარ. 1969 წლის 16 მარტს დავიბადე ინგლისში - ქვეყანაში, რომელიც მსოფლიო მოდის ინკუბატორია. აქ, ლონდონში ფანტასტიური ნიჭის აუზი გვაქვს, ხოდა მეც გავცურე. ეპატაჟური ქცევის წყალობით მსოფლიო მოდის ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი გავხდი. როგორც ამბობენ, ჩემს მიერ ნებისმიერ თემაზე მომზადებული კოლექციები იდეალურია. ქალის ტანსაცმლის ჩემი პირველი კოლექცია ფართო საზოგადოებას 23 წლისამ წარვუდგინე. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ ყველაზე ახალგაზრდა ვარდისფერი ცხვარი ვარ, რომელსაც „წლის ინგლისელი დიზაინერის" ტიტული ოთხჯერ მიანიჭეს. შეიძლება ეს ბედისწერა იყო, ვინაიდან კიდევ 8 წელიწადი დამჭირდა, სანამ „ჟივენშის" მოდის სახლს მივაღწევდი. როცა სამსახურში ამიყვანეს მივხვდი, რომ „ჟივენშის" შესახებ არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ოდრი ჰეპბერნი მყავდა ნანახი და ისიც ცისფერი ეკრანიდან. ამას ჩემი კარიერისთვის ხელი არ შეუშლია. მოგვიანებით, „გუჩის" მოდის სახლმაც ამიყვანა. სწორედ აქ დავიწყე ფიქრი საკუთარი ბრენდის შემუშავებაზე.
მე ვარდისფერი ცხვარი ვარ, რომელიც ფანტასტიური ნიჭის აუზში უკვე ძალიან კარგად ცურავს. ისე კი ჩვეულებრივ ოჯახში ვიზრდებოდი. მამა ტაქსისტი მყავდა. მას არასოდეს მოსწონდა ჩემი ნახატები. მე არ ვუჯერებდი. დედა ჩემთვის ყველაფერი იყო. სწორედ მან მომცა სტიმული მიმეღო საკუთარი თავი ისეთად როგორიც ვარ. მისი მხარდაჭერით, 16 წლის ასაკში ხელოვნების სკოლაში მოვხვდი და სტუდენტობის პერიოდში 6 განსხვავებული სტილი შევქმენი. მე-16-ე საუკუნის სტილი დღევანდელობას შევუთავსე და ახალი თანამედროვე მიმდინარეობა ჩამოვაყალიბე.

მე ვარდისფერი ცხვარი ვარ. ეს ჯერ კიდევ 6 წლისამ აღმოვაჩნე. თუმცა ოჯახს ასე ნაადრევად ვერ ვუთხარი, დაველოდე ჩემს მეთვრამეტე წელიწადს და როდესაც ვარდისფერი ცხვრების ფარას შევუერთდი ჩემი საიდუმლო გამოვააშკარავე.

მე ვარდისფერი ცხვარი ვარ. მოდის ექსპერტები ჩემს შემოქმედებას, როგორც ტრადიციებთად დაბრუნების მცდელობას, ავანგარდს, საშიშროებას, ეროტიკას, რომანტიზმს, მოულოდნელობას, საფრთხესა და დრამას აფასებენ. იმასაც ამბობენ, რომ მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც მოდის სამყროში ეტალონია. ეს ალბათ იმიტომ, რომ შემოქმედებას თვით ქვეყნის მმართველთათვის ვქმნიდი. ჩემი დიზაინის ტანსაცმელს თვით პრინცი ჩარლზი იცვამდა.

მე ვარდისფერი ცხვარი ვარ. 2010 წლის 11 თებერვალს სახლში გარდავიცვალე. დამლაგებელმა დილას მიპოვა. სიცოცხლე თვითმკვლელობით დავასრულე. მე მჯერა სულის უკვდავების, შესაბამისად ისიც მაინტერესებს თუ რას ამბობენ ამაზე. ამბობენ, რომ თვითმკვლელის სული ხანდახან უმისამართოა. იმასაც ამბობენ, რომ ზეცაში მხოლოდ ზღვაზე და მზისჩასვლაზე საუბრობენ. იქ ამბობენ, რომ ცეცხლოვანი ბურთის თვალისდევნა ყველაზე დიდი სიამოვნებაა, საოცარია როგორ დნება ის ტალღებში. რთულად ხილვადი შუქი, თითქოსდა სანთლის, სადღაც სიღრმეში ანათებსო.

მე ვარდისფერი ცხვარი ვარ, მოდის სამყაროში კი უბრალოდ - ალექსანდრ მაკქუინი.

14 comments:

margiela said...

ვაიმე დამაჟრიალა...
ჩვენი ვარდისფერი ცხვარი :((((

მაკა - Genious!

tinatini said...

just in time...

tinatini said...

dzalian saintereso informaciaa dzalian saintereso adamianze...

მაკა ასათიანი said...

მაკქუინი არატრადიციული ორიენტაციის გამო საკუთარ თავს ვარდისფერ ცხვარს უწოდებდა. მისი შემოქმედება ძალიან მიყვარს. გული დამწყდა, რომ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა :(

Lalena said...

:( ძალია, ძალიან საინტერესო, ძალიან ძლიან კარგი დაწერილი, მოკლედ ფანტასტიური პოსტი იყო!

Sophie Golden said...

არ ვიცოდი, ის ყვითელი კაბა თუ მაკქუინის იყო. დრიუ ბერიმორს ეცვა ერთხელ, ძალიან მომწონს.
რას ვიზამთ, he made his choice. RIP!

Maka Asatiani said...

tinatin, Lalena, მადლობელი ვარ, რომ მოგეწონათ :)

Sophie Golden, საშინლად მომწონს ეს კაბა :)

თაა said...

raRacnairi posti iko
sakvareli da tbili

RIP

თაა said...

მე, შენ და ვადერმა რამე ფესჰენ კოლაბორაცია ხომ არ ჩამოვაყალიბოთ?

როდრიგო სანტორო said...

ბრწყინვალე პოსტია!

სხვათაშორის ბიორკთანაც მუშაობა ის და დავდებ ბიერკის კაბებსაც მერე:)

Maka Asatiani said...

თაა, კარგი იდეაა ხომ იცი :)

Lyu said...

Кстати, говорят, что его последнюю коллекцию все-таки покажут.

Maka Asatiani said...

da lyu pokajut, obiazatelno :)

Kate said...

ძალიან კარგი პოსტი იყო.