მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Feb 7, 2010

კაუჩუკიდან რეზინამდე ანუ ვულკანიზაცია


მანქანა გავძარცვე. „კადილაკის" მოპარუ-ლი საბურავების საფასური 30 ათას დოლარს შეადგენდა. ასე, რომ 16 წლის ასაკში, საბურავების მოპარვის გამო დამაპატიმრეს. ციხეში ყოფნისას რადიოს მოსმენის ბედნიერება მქონდა. მაშინ ძალიან პოპულარული იყო ელვის პრესლის სიმღერა - „ახლა ან არასოდეს". როდესაც გამათავისუფლეს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ამ საქმეს არასოდეს დავუბრუნდები! - ასე დაიწყო ბარი ვაითის მუსიკალური კარიერა. თუმცა, დღევანდელი ბრენდის ისტორია ნაკლებად უკავშირდება ამ მომღერალს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ იმ კადილაკის საბურავები კომპანია „გუდიარს" ეკუთვნოდა.


კომპანია „გუდიარის” ისტორია და პროგრესი პირდაპირ საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უკავშირდება. ავტომობილის სიმძლავრის მატების პარალელურად, მოთხოვნა ახალი ტიპის საბურავებზე გაჩნდა. ყოფილი საბჭოთა ჯავშირის ბაზარზე კომპანიამ პროდუქცია ჯერ კიდევ 1917 წელს შემოიტანა. მისი მთავარი პროდუქტი კი საავტომობილო საბურავებია. კომპანია „გუდიარის” ინჟინრების უმნიშვნელოვანესი მიღწევა ტრანსპორტირებადი საბურავებია, რომელთა ავტომობილიდან მოხსნაა შესაძლებელი. თავის არსებობის მანძილზე „გუდიარმა” 50-მდე კონკურენტი კომპანია შეისყიდა.


ყველაფერი ჯერ კიდევ 1839 წელს დაიწყო. გამომგონებელი ჩარლზ გუდიარი წლების განმავლობაში კაუჩუკის ნივთებს ქმნიდა. მან ახალი ფორმულა გამიგონა, რომლის მეშვეობით მატერია ბევრად მდგრადი და გამძლე გახდა. ცოტა ხანში ჩარლზმა აღმოაჩინა, რომ ასეთი მასალა მოხმარებაში მოქნილი გახდა, ამ პროცესს მან „ვულკანიზაცია” უწოდა (კაუჩუკის დამუშავება გოგირდით ან სხვა ნივთიერებით მისგან რეზინის მისაღებად). ჩარლზ გუდიარის აღმოჩენის რეალიზაცია ოჰაიოს შტატში, 1898 წელს დაფუძნებულ ქარხანაში გახდა შესაძლებელი. ფრენკ სეილბერლინგმა კომპანია დააფუძნა და გამომგონებლის პატივისცემის ნიშნად „გუდიარი" უწოდა. 13 მუშაკი თავდაპირველად ველოსიპედის ბორბლებს ქმნიდა. 1901 წლიდან კი მსხვილი შემკვეთი, კომპანია „ფორდის” სახით გამოჩნდა. ამიერიდან „გუდიარი” მსოფლიოში ცნობილი საავტომობილო კომპანიისთვის საბურავებს ქმნის. ავტორიტეტულმა პარტნიორმა მომავალში კომპანიის წარმატებული საქმიანობა უზრუნველყო.


დღეისათვის „გუდიარი” მსოფლიო საბურავების ინდუსტრიის ერთ-ერთი გიგანტია. „გუდიარის" საავტომობილო, თვითმფრინავებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების საბურავები მსოფლიოს გარშემო 28 ქვეყანაში, სულ 90 ქარხანაში მზადდება. მისი წლიური ბრუნვა 20 მილიარდ დოლარს აღემატება, კომპანია „გუდიარში” დასაქმებულთა რაოდენობა კი 145 ათას ადამიანს შეადგენს. „Fortune Global 500-ის" 2009 წლის რეიტინში კომპანია „გუდიარმა" 472 ადგილი დაიკავა. (ეს რეიტინგი ყოველწლიურად მსოფლიო კომპანიების შემოსავლის მიხედვით დგინდება.)

11 comments:

clown said...

ბებო რა ქალია :D

Lalena said...

:)))) ბარის ისტორია მომეწონა

ესეც საინტერესო იყო, რა თქმა უნდა, პირადად მე არ ვიცოდი ეს კომპანია რას აწრმოებდა :)

ჯორჯ პაიკი said...

აი, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ”გუდიარის” საბურავებმა - ციხიდან მუსიკამდე! :) მგონი, სარეკლამო რგოლის გადაღებაც შეიძლება მაგ თემაზე. :)

Maka Asatiani said...

Lalena, მიხარია, რომ მოგეწონა ეს ისტორია. რაც შეეხება ბარის ეს ჩემთვისაც აღმოჩენა იყო.
ჯორჯ პაიკი, მართალი ხარ! ამ სცენარის მიხედვით გადაღებული სარეკლამო რგოლი ურიგო არ იქნებოდა :)))

Sophie Golden said...

კაუჩუკის რა მოგახსენო, მაგრამ ელვის პრესლის It's now or never'-ს ახლა მთელი კვირა ვიღიღინებ :)

Maka Asatiani said...

:) იღიღინე სოფი, მაგას რა სჯობს :) :)

როდრიგო სანტორო said...

საინტერესო იყო. ვულკანიზაციის ისტორიაც გავიგეთ:)

Lord Vader said...

და მაინც
მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი, მიშალენი,მიშალენი, მიშალენი...

Maka Asatiani said...

ლორდ, მიშალენიც იქნება და ბრიჯსთოუნიც :)

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Giorgi Grdzelishvili said...

ძალიან კარგი სტატიაა, ძალიან დიდი მადლობა, ერთადერთი 1901 წლის მაგივრად 1903, ფენრი ფორდმა კომპანია "Ford Motor Company" 1903 წელს დააფუძნა