მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Feb 16, 2010

ვარდისფერი ცხვრის ცურვა

მე ვარდისფერი ცხვარი ვარ. 1969 წლის 16 მარტს დავიბადე ინგლისში - ქვეყანაში, რომელიც მსოფლიო მოდის ინკუბატორია. აქ, ლონდონში ფანტასტიური ნიჭის აუზი გვაქვს, ხოდა მეც გავცურე. ეპატაჟური ქცევის წყალობით მსოფლიო მოდის ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი გავხდი. როგორც ამბობენ, ჩემს მიერ ნებისმიერ თემაზე მომზადებული კოლექციები იდეალურია. ქალის ტანსაცმლის ჩემი პირველი კოლექცია ფართო საზოგადოებას 23 წლისამ წარვუდგინე. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ ყველაზე ახალგაზრდა ვარდისფერი ცხვარი ვარ, რომელსაც „წლის ინგლისელი დიზაინერის" ტიტული ოთხჯერ მიანიჭეს. შეიძლება ეს ბედისწერა იყო, ვინაიდან კიდევ 8 წელიწადი დამჭირდა, სანამ „ჟივენშის" მოდის სახლს მივაღწევდი. როცა სამსახურში ამიყვანეს მივხვდი, რომ „ჟივენშის" შესახებ არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ოდრი ჰეპბერნი მყავდა ნანახი და ისიც ცისფერი ეკრანიდან. ამას ჩემი კარიერისთვის ხელი არ შეუშლია. მოგვიანებით, „გუჩის" მოდის სახლმაც ამიყვანა. სწორედ აქ დავიწყე ფიქრი საკუთარი ბრენდის შემუშავებაზე.
მე ვარდისფერი ცხვარი ვარ, რომელიც ფანტასტიური ნიჭის აუზში უკვე ძალიან კარგად ცურავს. ისე კი ჩვეულებრივ ოჯახში ვიზრდებოდი. მამა ტაქსისტი მყავდა. მას არასოდეს მოსწონდა ჩემი ნახატები. მე არ ვუჯერებდი. დედა ჩემთვის ყველაფერი იყო. სწორედ მან მომცა სტიმული მიმეღო საკუთარი თავი ისეთად როგორიც ვარ. მისი მხარდაჭერით, 16 წლის ასაკში ხელოვნების სკოლაში მოვხვდი და სტუდენტობის პერიოდში 6 განსხვავებული სტილი შევქმენი. მე-16-ე საუკუნის სტილი დღევანდელობას შევუთავსე და ახალი თანამედროვე მიმდინარეობა ჩამოვაყალიბე.

Feb 7, 2010

კაუჩუკიდან რეზინამდე ანუ ვულკანიზაცია


მანქანა გავძარცვე. „კადილაკის" მოპარუ-ლი საბურავების საფასური 30 ათას დოლარს შეადგენდა. ასე, რომ 16 წლის ასაკში, საბურავების მოპარვის გამო დამაპატიმრეს. ციხეში ყოფნისას რადიოს მოსმენის ბედნიერება მქონდა. მაშინ ძალიან პოპულარული იყო ელვის პრესლის სიმღერა - „ახლა ან არასოდეს". როდესაც გამათავისუფლეს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ამ საქმეს არასოდეს დავუბრუნდები! - ასე დაიწყო ბარი ვაითის მუსიკალური კარიერა. თუმცა, დღევანდელი ბრენდის ისტორია ნაკლებად უკავშირდება ამ მომღერალს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ იმ კადილაკის საბურავები კომპანია „გუდიარს" ეკუთვნოდა.


კომპანია „გუდიარის” ისტორია და პროგრესი პირდაპირ საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უკავშირდება. ავტომობილის სიმძლავრის მატების პარალელურად, მოთხოვნა ახალი ტიპის საბურავებზე გაჩნდა. ყოფილი საბჭოთა ჯავშირის ბაზარზე კომპანიამ პროდუქცია ჯერ კიდევ 1917 წელს შემოიტანა. მისი მთავარი პროდუქტი კი საავტომობილო საბურავებია. კომპანია „გუდიარის” ინჟინრების უმნიშვნელოვანესი მიღწევა ტრანსპორტირებადი საბურავებია, რომელთა ავტომობილიდან მოხსნაა შესაძლებელი. თავის არსებობის მანძილზე „გუდიარმა” 50-მდე კონკურენტი კომპანია შეისყიდა.