მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Jan 27, 2010

სრულყოფილების დევნაში

სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი განვითარების სხვადასხვა სტადიებს გადის. ზოგი პროგრესიულად დროს უსწრებს, ზოგი მშვიდად დინებას მიჰყვება. ამავდროულად, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ხშირად მიბაძვის საგანი ხდება. არავინ იცის ვის რა უწერია სამომავლოდ, თუმცა ისეთებიც არსებობენ, ვისაც მიუხედავად ამისა, გეგმები წინასწარ საგულდაგულოდ გაწერილი აქვთ. საბოლოოდ, ჩვენი მიზნების სათავე ჩვენივე ღრმა ოცნებებიდან გამომდინარეობს. მიზნები სხვადასხვა გეგმის მეშვეობეით რეალიზაციის პროცესამდე აღწევენ. რეალურ ცხოვრებაში კი განხორციელებას ისინი ხანდახან ექვემდებარებიან ან სამწუხაროდ პირიქით, მინის ჭურჭელივით იმსხვრევიან. თუმცა ისიც მართალია - თუ ადამიანი ოცნებას წყვეტს, მაშინ მასში ახალი მიზნები ნაკლებად გენერირდება. ეს ისტორია იჯი ტოიოდას ეხება, რომელსაც მიუხედავად თავისი ასაკისა (დაბადების თარიღი - 1913 წელი) ოცნება დღემდე არ შეუწყვიტავს.


ტოიოდას დაზგაზე ავტომატური სამუშაოების საწარმო ტოკიოდან დასავლეთით 200 მილის მანძილზე ქალაქ ნაგოიაში, 1926 წელს დაფუძნდა. მისი მეპატრონე იჯის ბიძა საკიჩი გახლდათ. ოჯახურ ბიზნესში ჩართული იჯის მამა - ჰეიკიჩი საქმისათვის მეტი ყურადღების მისაქცევად საცხოვრებლად თავად ქარხანაში გადავიდა. ასე, რომ იჯის ცხოვრებაში მექანიკური მანქანებისა და დაზგების გარემოცვა ადრეულ ასაკშივე გაჩნდა, რამაც ბუნებრივია უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მის მომავალზე. იჯი ტყუილად კი არ მოხვედრილა ტოკიოს უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტზე. 1936 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იგი აქტიურად ჩაება ოჯახურ ბიზნესში, ქარხნის თანამშრომლებს ინჟინერიის ტრეინინგებს უტარებდა და სულ რაღაც ერთ წელიწადში ახლად დაარსებული „ტოიოტა მოტორ კომპანის" საქმიანი პარტნიორი ხდება.


იჯი ტოიოდამ ცოდნის გაღრმავების მიზნით, რაკეტების, რეაქტიული საჰაერო ხომალდების ძრავებისა და ვერტმფრენის სტრუქტურა და აგებულება შეისწავლა. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც იაპონელები გერმანიის და იტალიის გვრდით საფრანგეთს, ინგლისს, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ამერიკას ემტერებოდნენ, იაპონური ინდუსტრია განადგურების პირამდე იყო მისული, ასე, რომ მანქანების წარმოება თითქმის ნულიდან დაიწყო. ამას უძღოდა მუშაკთა 15 თვიანი საპროტესტო აქცია - პირველი და უკანასკნელი კომპანიის ისტორიაში, რომელმაც „ტოიოტა მოტორ კომპანი" გაკოტრების პირას მიიყვანა.





იაპონიის მთავრობამ კომპანიის დანაწევრებაში დიდი როლი შეასრულა, 1950 წელს სრული რეორგანიზაცია განხორციელდა. ძველი თანამშრომლებიდან მხოლოდ იჯი დარჩა. მას „ტოიოტა მოტორ კომპანის" მმართველი დირექტორის თანამდებობა ხვდა წილად. თუმცა, ამ პოზიციაზე მუშაობას ის მას მერე შეუდგა, რაც ამერიკაში ავტო ინდუსტრიის შესწავლის მიზნით იქნა გაგზავნილი. შინ დაბრუნებულმა, იჯიმ ტოიოტას გეგმები ხელახლა დაგეგმა და იმ პერიოდისათვის თანამედროვე ტექნოლოგიისა და ინჟინერიის დანერგვა განიზრახა. ახალმა ორიენტაციამ გაამართლა. 1967 წელს იჯი ტოიოდა „ტოიოტა მოტორ კომპანის" პრეზიდენტი ხდება. ერთ წელიწადში ორ ფილიალს აერთიანებს, რამაც „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი" ჩამოაყალიბა. მისი თავმჯდომარე იჯი ხალდათ, ხოლო პრეზიდენტი და აღმასრულებელი ოფიცერი შოიჩირო ტოიოდა.


1984 წლისთვის ტოიოდებმა კომპანიას რეკორდი მოუტანეს, ტოიოტამ 1.7 მილიონი მანქანა მხოლოდ იაპონიაში გაყიდა, ხოლო სხვა ქვეყნებში დაახლოებით იმდენივე. „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენის" 1985 წლის მოგებამ სულ 2.1მილიარდი დოლარი შეადგინა. ამრიგად, ტოიოდებმა „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენს" დამაბრმავებელი წარმატება მოუტანეს. იაპონიაში ავტომობილების წარმოების სფეროში კომპანიამ პირველობა მოიპოვა. 1970-იანი წლების განმავლობაში ა.შ.შ-ში არსებული ენერგო კრიზისის პერიოდში „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენის" მიერ წარმოებული მომცრო ზომის და შედარებით ხელმისაწვდომი ფასის მქონე ავტომანქანები მსოფლიოს ავტომანქანების სამომხმარებლო ბაზარზე დომინირებდნენ.


დღეისათვის „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი" მულტინაციონალური კორპორაციაა, რომლის სათაო ოფისი იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში მდებარეობს. გაყიდვების თვალსაზრისით, ეს მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიაა, რომელშიც მთლიანობაში 320, 808 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ 2009 წლის 8 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში სუფთა წლიური წაგება 4.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, რაც 2007-2009 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგია.


სახელწოდება „ტოიოდა" „ტოიოტა" 1936 წელს გახდა. ეს ყველაფერი კი მას მერე, რაც კომპანიამ სავაჭრო მარკის ანუ ლოგოს დიზაინის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში 27 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ყოველ მათგანს ისეთი ლოგოს შექმნა ევალებოდა, რომელიც ვიზუალურად სიჩქარისა და სისწრაფის არსს გადმოსცემდა. „ტოიოტას" დღევანდელი ლოგო პირველად 1989 წელს გაჩნდა. ის იმისათვის შეიქმნა, რათა ახალი ბრენდისგან, კერძოდ კი „ლექსუსისგან" უფრო განსხვავებადი ყოფილიყო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში იგი მხოლოდ 1990 წლიდან ჩნდება, ხოლო თავად ავტომობილებზე 1991 წლიდან.



ასე, რომ „ტოიოტა მოტორს კორპორეიშენის” მფლობელობაში მყოფი „ლექსუსი” ძვირფასი სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი სუფსიდირებული კომპანიაა. „ლექსუსი” პირველად ამერიკაში იქნა წარდგენილი. დღეისათვის კი ბრენდის სახელი მთელს მსოფლიოშია ცნობილი. იაპონიაში „ლექსუსის” პროდუქცია ექსპლუატაციაში მხოლოდ 2005 წელს შევიდა. ამ პერიოდისათვის მას მსოფლიო ჰაიკლასის ავტომობილების ინდუსტრიაში ფესვები მტკიცედ ჰქონდა გადგმული. 90-იანი წლებიდან „ლექსუსის" მარკის სედანი და კუპე გამოვიდა. ამავდროულად „ლექსუსს” მეორე ქარხანა კანადაში აქვს, რომელიც 2003 წელს აშენდა. კომპანია თავისი არსებობის მანძილზე, ავტომობილების ტექნოლოგიურ დახვეწაზე და მომხმარებელზე მუდმივად ზრუნავდა. შესაბამისად კომპანია „ჯი დი პავერ ენდ ასოსიეიტის” 2007 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, „ლექსუსი” ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბრენდი აღმოჩნდა. კვლევაში სულ ამ მარკის ავტომობილის მქონე 53 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. უკანასკნელ წლებში სამომხმარებლო კვლევების შედეგების თანახმად, „ლექსუსი” მსოფლიოს ყველაზე სანდო საავტომობილო ბრენდების სიას მიეკუთვნება.



„ლექსუსი” საიდუმლო პროექტის ნაყოფია, რომელიც 1983 წელს დაიწყო. იჯი ტოიოდამ საიდუმლო კრება მოაწყო, რომელსაც მხოლოდ კომპანიის აღმასრულებელ და ზემდგომ თანამდებობაზე მყოფი თანამშრომლები იყვნენ მოწვეულნი. მაშინ იჯიმ შეკითხვა დასვა: შეგვიძლია შევქმნათ მდიდრული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მანქანებს კონკურენციას გაუწევს? ასე გაჩნდა გასაიდუმლოებულო პროექტი - F1 (რაც იშიფრებოდა, როგორც ფლაგმანის გემი + No. 1 სატრანსპორტო საშუალება). პროექტის ფარგლებში „ტოიოტას" მკვლევარებმა 1985 წლის მაისში ფოკუს ჯგუფი შექმნა და მდიდარი მომხმარებლების ბაზრის კვლევა დაიწყო. ამავე ზაფხულს, რამოდენიმე დიზაინერმა კალიფორნიაში, ლაგუნა ბიჩზე სახლი იქირავეს, რათა ამერიკული ბურჟუაზიული კლასის ცხოვრების სტილზე დაკვირვებები ეწარმოებინათ. დაკვირვების შედეგად გადაწყდა, რომ ბრენდს წარმატებას მოუტანდა ამერიკის ბაზარზე ლიდერობის წინაპირობის შექმნა.


60 დიზაინერი, 24 საინჟინრო ჯგუფი, 2, 300 ტექნიკოსი, 220 დამხმარე მუშა, დაახლოებით 450 პროტოტიპი და ერთი მილიარდი ამერიკული დოლარი - გასაიდუმლოებულო პროექტ - F1-ის ხანგრძლივი განვითარების პროცესის ნაწილი იყო, რომელმაც მთლიანობაში 1989 წელს ახალი პროდუქტი - Lexus LS 400 წარმოშო. იმ პერიოდისთვის უნიკალური დიზაინი ტოიოტას ავტომანქანების დეტალებსაც მოიცავდა. პირველი „ლექსუსის" ტესრტირება გერმანიის ავტობანზე მოხდა. კომპანია „ლექსუსი” პროდუქციის რეკლამირებას მხოლოდ სატელევიზიო ეთერის მეშვეობით ახდენს, მისი სლოგანი კი ასე ჟღერს - „სრულყოფილების დევნაში”. თავდაპირველად, თავის ოცნებებში იჯი ტოიოდაც მისდევდა სრულყოფილებას. ამრიგად, „ტოიოტა მოტორს კორპორეიშენი" იჯი ტოიოდას ოცნებებისა და მიზნების ნაყოფია, რომელიც გენეოლოგიურ შტოს ჰგავს და თაობიდან თაობას გადაეცემა.


პ.ს. საინტერესოა, სად მივყავართ ჩვენს ოცნებებს?





6 comments:

Khatia Caroline said...

საინტერესო იყო. ისე ახლახან ტოიოტაზე არ იყო კაი ამბავი ნიუსებსი, გაჩერების პედალი არ გაუკეთებიათ კარგად თუ ხარვეზი ქონია და უკან ითხოვენ გაყიდულ მანქანებსო ... იმედია კომპანია გაუძლებს ასეთ გასაჭირს :)

ს.შ. პირველად წავიკითხე შენს ბლოგზე, არ ვიცი ჩემი ნაწერები თუ წაგიკითხავს. ალბათ აწი კიდე შემოგივლი ხოლმე :)

Lord Vader said...

რა მაგის პასუხია და აი ეს პიპია ნახე აბა http://bit.ly/aft6WI

იაპონლები მანქანებში კი არიან მაგრები, მარა ძაან უცნაური ხალხია ისე. იაპონლების ფანტაზია ავტომობილებს შორს ცდება...
და იაპონელი ტურისტების ჯგუფი ხომ საერთოდ ყველაზე მაგარი სანახაობაა მსოფლიოში. მიმიმქარავს ლექსუსი.

Maka Asatiani said...

ვალდერ, მეც კი მომინდა ეს მეტრომორფი :)

ხატია კაროლინა, WELCOME :) ყოველთვის მესიამოვნება შენი ვიზიტი, კომენტარს თუ დამიტოვებ და მიმახვედრებ, რომ იყავი განსაკუთრებით :)

zurriuss said...

საინტერესო იყო ნამდვილად. ძალიან მიყვარს ბიოგრაფიები და ჩემს მეხსიერულ უჯრას ახლა იჯი ტოიოდაც დაამშვენებს :)

Taa said...

თუ ადამიანი ოცნებას წყვეტს, მაშინ მასში ახალი მიზნები ნაკლებად გენერირდება.

sruliad getanxmebi
da me mikvars sheni blogi, ar vci mitqvams tu ara

me ar mikvars biografiebi, ver vitan, magram shen ragac sainteresod ashuqeb xolme

მაკა ასათიანი said...

მადლობელი ვარ თაა. მიხარია, რომ გიყვარს ბრენდის სამზარეულო. შენს ბლოგს ხშირად ვსტუმრობ და კიდევ ვიკი ძალიან ლამაზი გყავს :)