მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Dec 20, 2009

დრონი მეფობენ და არა მეფენი

საქმიანიანი ადამიანებისთვის ხშირად დრო ფულია.სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელთათვის ყოველი წამია მნიშვნელოვანი. ალბერტ ეინშტეინი ამბობდა - „X + Y + Z = A. X - მუშაობა; Y - თამაში; Z - ენაზე კბილის დაჭერის ხელოვნება; A - წარმატება". წარმატება და კომპანია „Petek Philippe" კი ერთმანეთის თანმდევია. ვინაიდან ჯერ კიდევ საუკუნის წინ მათი მომხმარებელი თვით ინგლისის დედოფალი ვიქტორია გახლდათ.

„Petek Philippe" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული საათების მწარმოებელი კომპანიაა. მისი ისტორია შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, 1839 წლიდან იწყება. ენტონი ნორბეტ პატეკი და მისი მეგობარი, ემიგრანტი პოლონეთიდან – ფრანცისზეკ სზაპეკი მუშაობას ერთად შეუდგნენ. საკუთარი ძალები გააერთიანეს და ჯიბის საათებს ქმნიდნენ. თუმცა 1844 წელს ფრანცისზეკ სზაპეკი ბიზნესს გამოეყო. ენტონის დრო არ დაუკარგავს და ფრანგი მესაათე, ედრიან ფილიპე შემოიერთა. კომპანიამ დღევანდელი სახელწოდება - „Petek Philippe & Co.", სწორედ ამ შერწყმის შედეგად 1851 წელს მიიღო.


„Petek Philippe-ს" ფირმის პირველი მაჯის საათი 1868 წელს გამოდის. დიდი პოპულარულობით სარგებლობს და ფასიც მაღალი აქვს. მოგვიანებით, კომპანია ინოვატორი ხდება, რადგან მუდმივ კალენდარს, ქრონოგრაფს, ორმაგ ქრონოგრაფსა და (დროის) რეტრანსლატორს იგონებს. შემდგომ თავის პროდუქციაში იყენებს და ამით მრავალფეროვნება შეაქვს წარმოებაში. მსოფლიოში ყველაზე რთული მექანიზმის საათი „კალიბრე 89” კომპანიამ 150 წლის იუბილეზე 1989 წელს გამოუშვა. მას 33 ფუნქცია ჰქონდა.


დღეს კომპანიას სტერნების ოჯახი განაგებს. მისი ყოველწლიური შემოსავალი კი მილიარდებს უდრის. ცნობისათვის, პირველად ყველაზე ძვირადღირებული საათი, სწორედ „Petek Philippe-ეს" ეკუთვნოდა. 1999 წელს, სოთბის აუქციონზე მისმა გასაყიდმა ფასმა 11 მილიონი ა.შ.შ. დოლარი შეადგინა. ასეთივე რეკორდი კომპანიამ ჰონკონგის სოთბის აუქციონზე 2008 წელს გაიმეორა.



7 comments:

Anonymous said...

dros roca unda tovs...makintosh ti chuda:)

კაპუჩინო said...

ტი ვ სვოემ რეპერტუარე :) გემრიელად და საინტერესოდ წერ :)

ჩემს ჟურნალებში რეკლამას, უმთავრესად, საათებს უწევენ. ჰოდა, გინდა არ გინდა, ვათვალიერებ. ორი საათი მომწონს ძალიან. ომეგა და პატეკი. იმედია, რომელიმეს მაინც მოვირგებ. მანამდე კი ისევ ძველი და საყვარელი ტისო მაქვს.. :)

lifestylebox said...

მოსკოვის ყველაზე არა-კორუმპირებულ ვიცე-მერ რესინს აქვს DeWitt რომელიც 1,036,963 დოლარი ღირს. კიდე $360,000 და $425,000-იანი GreubelForsey აქვს, რომელსაც ტუალეტში რომ შედის, მაშინ იკეთებს.

მე კიდე სულ ახლახანს ჩემომივიდა ჩემი ახალი საათი. მაგაზე ბეეევრად იაფი ღირს. სამაგიეროდ ნიანგი ახატია.

Maka Asatiani said...

შენი ფავორიტი Lacoste :)

margiela said...

საათის დაფასება სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე, ეხლა უკვე ხელიდან ვეღარ ვიშორებ. კარგია ძვირფასი საათების ისტორია საინტერესოა, მაგრამ მე მაინც ხელნაკეთი 'არა ბრენდი' მირჩევნია, შენ კი მოლოდჩინა რომ ხარ მაგას რად უნდა თქმა =)
პ.ს. აი უკვე ქართულად ვწერ =)

clown said...

რა მაგარია :შ

Taa said...

მე არ მიყვარს მაჯის საათები

მაგრამ ძალიან მიყვარს პატეკის რეკლამები