მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Dec 11, 2009

სექსუალური რევოლუციიდან ელეგანტურობამდე ან უბრალოდ - კოკო შანელი

ქალურობა, ელეგანტურობა, მკაცრი სექსუალურობა – შანელთან ასოცირდება. მოდის სამყაროში ეს სახელი თითქმის ასი წლის წინ შევიდა და დღემდე აღტაცებას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ გაბრილ შანელი 12 წლიდან ჭრა-კერვას ეუფლებოდა, ასეთ ექსტრაორდინალურ კარიერაზე არასოდეს უფიქრია. საღამოობით კაფე „როტონდაში” სიმღერას „ვის უნახავს კოკო” ასრულებდა. სწორედ აქედან მოდის მისი ფსევდონიმი კოკო შანელი. თუმცა კოკოს სიმღერა არცთუ ისე კარგად გამოსდიოდა. მისმა თაყვანისმცემელმა, ეტიენ ბალსანმა ერთ მშვენიერ დღეს პროფესიის შეცვლა ურჩია. ატელიე „მოდა შანელი” ასე 1910 წელს გაჩნდა.

მოდის ინდუსტრიაში შანელი რევოლუციონერი იყო. მიზანმიმართული ახალგაზრდა მკაცრ და შეუდარებელ კოსტუმებს ქმნიდა. ნამუშევრებში დასამუშავებლად ისეთ რთულ ნაჭრებს იყენებდა, როგორიცაა ტვიდი და ჯერსი. ერთმანეთს ყველაფერს უხამებდა. სამკაული სვიტრსაც კი მოარგო და ამით დიზაინერთა მომდევნო თაობას ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმის საშუალება მისცა. შანელმა ქაბატონებს შვება მოჰგვარა და მოუხერხებელი, მოტკეცილი კორსეტებისგან გაათავისუფლა. მალევე შარვალი ჩააცვა და მოკლე ვარცხნილობა შეურჩია.


ესენციისგან დამზადებული პირველი სუნამო „შანელი N5” კოკოს წყალობით გამოვიდა. გამყოლმა სურნელმა მომხმარებელი მოაჯადოვა და ყველაზე დიდი გაყიდვები დღემდე შეუნარჩუნა.

დიზაინერი 87 წლის ასაკში, პარიზში, სასტუმრო რიცში 1971 წლის 10 იანვარს გულის შეტევისგან გარდაიცვალა. 1883 წლის, ზაფხულის მხურვალე თვეში - 19 აგვისტოს დაბადებული კოკო შანელი შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში დაკრძალეს. მის საფლავზე ლომის თავებია გრავირებული, რაც კოკოს ჰოროსკოპის სიმბოლოს ასახავს.

შანელის მოდის სახლს დღეს დიზაინერი კარლ ლაგერფილდი განაგებს. მას და კოკოს საოცრად მსგავსი წარსული აქვთ. ახალგაზრდობაში ორივე მომღერალი იყო, ორივე მსგავსი, დახვეწილი გემოვნების პატრონი.

8 comments:

clown said...

საინტერესო პოსტია :)

Maka Asatiani said...

მადლობა ჩემო კარგო მკითხველო, სულ რომ მსტუმრობ ხოლმე :)

margiela said...

simartle gitxra, velodi am posts =)
Saocari qalia, madmuazel COCO!
Yochag shen :*

sunwaiting said...

kargi posti iyo : ))

ar vicodi koko shaneli rom mgeroda kidevac : ))

lifestylebox said...

სარვალი იქეთ იყოს დამოკლე შავი კაბა ჩააცვა :)

მაგრამ რაღაც-რაღაცეები მაგრად აქვს მიქარული ცხოვრებაში.
http://wp.me/pBTza-bs

Luludaki said...

makintoSHA shen dzaan nichiero,vamayob shenit chemo makintoSHEBIS QALGMERTO:)):):)

taa said...

აი ეგეთი ქალები მევასებიან რაააააააა
არა დაშტამპული, გამბედავი, გამორჩეული და რისკიანი

და მევასება ეს ქალი იმისთვის რომ ტანისამოსის სამყაროში რევოლუცია მოახდინა

Anonymous said...

makush,dzalian saintereso postia,mokle da shinaarsiani.

tviton cocos coxvreba savse iyo didebita da dramatimzit.yvelas vurchev cocoze gadagebul pilms uyuros