მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Nov 23, 2009

მოჯადოებული კრისტალის სამყარო

გამომგონებლები ყოველთვის წინ უსწრებენ დროს. საკუთარ ფანტაზიებში წარმოუდგენელს ქმიან. თუმცა, ფანტაზიის რეალობად ქცევა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. მსოფლიოსთვის ჩაუქრობელი ბრწყინვალების ჩუქება დანიელ სვაროვსკიმ შეძლო. შუშის ავტომატური საჭრელი მანქანის გამოგონებამ მას ორსაუკუნოვანი ბრწყინვალება მოუტანა.

კრისტალი, როგორც მანათობელი ვარსკვლავია დედამიწაზე. მაგრამ ფაქტია, რომ უბრალო მასალისგან ხელოვნების ნიმუშის შექმნა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით თუ მასალა შუშაა და მასზე მუშაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. შუშის ავტომატური საჭრელი მანქანა დენიელ სვაროვსკიმ 1982 წელს დააპატენტა. ამით დაინტერესებულმა ფინანსისტებმა არმან კოსმანმა და ფრანც ვეისმა 1895 წელს ბიზნესი წამოიწყეს. „Swarovski-ის" კომპანია კრისტალს აწარმოებდა. მისი ფაბრიკა ავსტრიაში, ქალაქ ვატენში მდებარეობდა.


კომპანია „Swarovski-ის" წარმოების ისტორიაში ორი ეტაპია გამორჩეული. პირველი, როდესაც „Swarovski" კრისტალისგან სხვადასხვა ელემენტებს და დეტალებს ამზადებდა. შემდგომში კი მათ დიზაინისთვის და განათების საშუალებების მოსართავად იყენებდა. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი და წარმატებული ეტაპი 1970 წელს იწყება. „Swarovski-ის" კომპანია ახლა სამკაულებს უშვებს. ამ მიმართულებით პირველი ხაზი 1977 წელს გამოდის. ულამაზესი საყურეები, ბეჭდები და ყელსაბამები უჩვეულოდ ციმციმებდნენ. კრისტალში გარეული სპეციალური ქიმიური ნივთიერებები კი შუშას ცისარტყელას ფერებს აძლევდა. თუმცა ამისათვის ხრიკებსაც იყენებენ, მაგალითად, ბრენდის ცნობილი ქვის, „აურორა ბორეალის” შვიდფერი ბრწყინვალება საწვავის დამსახურებაა. კრისტალის შემადგენლობაში ასევე შეიძლება იყოს ვულკანი, აურუმი ან დორადო. კრისტალის ფერი მინარევებით იცვლება.


„Swarovski-იმ" ციმციმმა დროს გაუძლო. ორსაუკუნოვან ბრენდს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 1200-მდე მაღაზია აქვს გახსნილი. ახლა მას „Swarovski Group" ჰქვია, ის რამდენიმე ნაწილისგან შედგება, სუბსიდირებულ კომპანიებს მოიცავს და მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს. მაგალითად, „Tyrolit” უშუალოდ შუშის დამუშავების, ჭრის, ქლიბვის ინსტრუმენტებს და აპარატურას აწარმოებს. „Swareflex” მანათობელ მოწყობილებებს და ფერად გამაფრთხილებელ ნიშნებს ქმის. მისი სლოგანია „გავანათოთ გზა უსაფრთხოებისთვის.” „Swarovski Optik-ის" მიზანი ბუნებასთან ახლოს ყოფნაა და ბინოკლებს, ტელესკოპებს, სხვადასხვა ოპტიკურ მოწყობილობებს აწრმოებს.

„Swarovski Group-ის” სათაო ოფისი შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში მდებარეობს. კომპანიის ლოგო ჯერ ყვავილი ედელვაისი იყო. დღეს კი შავი გედია. ცისარტყელას ფერებით აციმციმებული სამკაული დღესაც ისევე აოცებს ადამინებს, როგორც ორი საუკუნის წინ.

2004 წლის ახალ წელს ნიუ-იორკში როკფელერის ნაძვის ხეს უზარმაზარი ბრილიანტის ვარსკვლავი ამშვენებდა. კრისტალის ბრწყინვალებას ყველა აღტაცებული უყურებდა, ისევე, როგორც 70-იან წლებში, როდესაც „Swarovski-ის" სამკაულების პირველი კოლექცია გამოჩნდა.

6 comments:

კაპუჩინო said...

ულამაზესია, ისევე, როგორც შენი ყველა პოსტი :)

მაგრამ მე განსაკუთრებული გულისფანცქალით მაინც ერთ თემას ველოდები :) იცი, რომელსაც :)

margiela said...

სვაროვსკის დიდი მოყვარული არ ვარ მაგრამ, ისტორია უდაოდ საინტერესო იყო!
Next please :)

taa said...

Swarovski- ერთ ერთი უბრწყინვალესი აფერა დედამიწაზე

ჩვენ გვაქვს ქსელში ავსტრიული ბრენდის Kolarz-ის სანათები, რომლებიც აღჭურვილია სვაროვსკის ბროლებით და ულამაზესებია

როდრიგო სანტორო said...

საინტერესოა..:)

anuna said...

veTanxmebi , rom svarovski yvelaze didi aferaa tumca lamazi afera :):):):) :):)

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.