მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Nov 20, 2009

ყველაზე ძვირადღირებული ხვლიკის ისტორია

ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ ადამიანებს სურდათ, რომ მათი ტყავის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მუდმივად იდეალურ მდგომარეობაში ყოფილიყო. ამაზე ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის შექმნის ისტორია მეტყველებს, რომელიც შტუტგარდში, 1885 წელს იწყება.

ახალგაზრდა იაკობ ზილგემ წვალებით ნაშოვნი სახსრები ჩექმების სამკერვალოში დააბანდა. ათ წელიწადში თანამოაზრე - მაქს ლევი აღმოაჩინა. ტყავის გადამუშავებაზე ორიენტირებული მაქსი მომავალში მისი საქმიანი პარტნიორი გახდა. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მათ საქონელს ხვლიკის სახით ლოგოც კი გაუჩნდა. 1909 წელს ამ ლოგოს მქონე პროდუქცია უკვე 26 კერძო მაღაზიაში იყიდებოდა. ასე იწყებოდა „Salamander-ის” ისტორია.

ბრენდის ისტორიაში მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც რეალური წარმატება მოჰყვა 1922 წელს იწყება. ვინაიდან ფეხსაცმლის მოვლის საშუალებების მზადებას სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი. 70-იანი წლებისათვის უკვე მთელმა მსოფლიომ იცოდა რას ჰყიდდა „Salamander-ი”.

„Salamander-ის” პროდუქციაში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მატერიალური პროცესები გამოიყენება. ეს კი იმისათვის, რომ დასახულ მისიას ამართლებდეს და რაც შეიძლება სრულიად აკმაყოფილებდეს მომხმარებლის სურვილებს. დღეისათვის „Salamander-ი” უკვე ბრენდია და კომპანია „Malvo-ს” ეკუთვნის, რომლის მფლობელობაში კიდევ სამი ბრენდია: „Woly”, „Woly Sport” და „Coxy”.


ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მოვლის საშუალებების ბაზარი ინტენსიურად იზრდება. ტექნოლოგიური პროგრესი და ტყავის დამუშავების ახალი მეთოდები ამაზე თავისმხრივ ზემოქმედებენ. კომპანია „Malvo-ს” ლაბორატორია ამ მიმართულებით განუწყვეტლივ მუშაობს. განახლებულ დიზაინს, ახალ აეროზოლებსა და სხვა სასარგებლო საშუალებებს ქმნის. ისინი კი თავის მხრივ ტყავის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს დიდხანს გვინარჩუნებენ.

ცნობისათვის, კომპანია „Malvo-მ” „Salamander-ის” ბრენდით ბაზარზე უკვე 300 სახის პროდუქცია გამოუშვა. შესაბამისად არც ის არის გასაკვირი, რომ მომხმარებელს თანამედროვე პროდუქტებისათვის ყველა საჭირო მოვლით საშუალებებს ბრენდი „Salamander” დღემდე აწვდის.

6 comments:

კაპუჩინო said...

შენს სტილშია :) მოკლედ და ტევადად :)

გემრიელი იყო :) დანქე :)

taa said...

chems blogroll-shi dagamate :)

Maka Asatiani said...

მადლობელი ვარ თაა :)

Lord Vader said...

თეთრი სალამანდრების ბუმი იყო თბილისში...
ეს იყო ერთ დროს.

Maka Asatiani said...

ლორდ, ამ ფაქტმა შთამაგონა, გამახსენა სალამანდერი და ასე შეიქმნა ეს პოსტი :)

Anonymous said...

tbilisi koveltis satanadot afasebda modas, vfiqrof arc exlaa salamanderi aramoduri