მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Nov 18, 2009

ვარდისფერი კურდღლის ამბავი

ეს ისტორია ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციან წლებში იწყება...

მეცნიერი და გამომგონებელი – სამუელ რუბენი, მთელი განვლილი ცხოვრება ინტენსიურად მუშაობდა ბატარეების განვითარების მიმართულებით. ორიენტირებული მათ სიცოცხლისუნარიანობაზე, სანამ „Duracell-ს” მოიგონებდა ბერვი სხვა ბატარეაც შექმნა.

რამდენს გაახსენდა ახლა მხიარული, ვარდისფერი კურდღელი? ალბათ უმეტესობას, სარეკლამო იმიჯზე მოგვიანებით გადავალ, ახლა კი „Kodak-ის” როლი პროდუქტის განვითარებაში.

მსოფლიო ტექნოლოგიურ ბაზარზე ძლიერ და გამტარუნარიან კვების ელემენტებზე მოთხოვნა მხოლოდ 50-იან წლებში გაჩნდა. „Kodak-ის” ფოტოაპარატებს პორტატიული განათება მოჰყვებოდა, იმ პერიოდისთვის მას ყველაზე კარგად „Duracell-ის” ბატარეები უმკლავდებოდნენ.
ბრენდის დღევანდელი სახელი მხოლოდ 1964 წელს გაჩნდა. ის ბევრი კომპანიის მფლობელობაში იყო, მანმადე, სანამ 1996 წელს კომპანია „Proctor&gamble” შეისყიდდა. ამიერიდან კვების სისტემა გაორმაგდა და პროდუქტის სიცოცხლიუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„Duracell-ის” სარეკლამო კამპანიაში მხიარული, ვარდისფერი კურდღელი 1973 წლიდან ჩნდება. „Duracell-ის” ყველაზე პატარა ბატარეა 19 მილიგრამს იწონის და მაჯის საათისთვისაა განკუთვნილი.

დღეისათვის „Duracell-ის” ბატარეები მსოფლიოს 150 ქვეყანაში შეგხვდებათ. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიარდი ბატარეა იყიდება. მათგან ყოველი მესამე „Duracell-ს” ეკუთვნის. ასე, რომ „Duracell” მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომელიც ალკოლინიურ ბატარეებს აწარმოებს.

3 comments:

კაპუჩინო said...

მახსოვს რეკლამა :)რამდენიმე რგოლი :)

ენერჯაიზერი მახსენდება ასეთ დროს და დურასელი :)

ერთ ჩემს ნაცნობს, ენერგიულ და დაუღალავ გოგოს, მეგობრები დურასელსაც კი ეძახდნენ... ვოტ ტაკ.

Tomushka said...

arada ikos mainc iseti kargi rogorc reklamashi amboben.

p.s. magati reklamebi dzalian momconda.

margiela said...

kbilis jagrisshi maqvs da dzalian kmayopili var, jerjerobit :)