მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Nov 16, 2009

აუტანელი, მაგრამ იღბლიანი - ჟან პოლ გოტიე

ფრანგები ჟან პოლ გოტიეს „იღბლიან ბავშვს” უწოდებდნენ. მოდის სამყაროში მას ხულიგნის სახელი ჰქონდა. შეშლილის ფანტაზიები კი დღემდე გვაკვირვებს.

ცნობილი მოდელიორის კარიერა ფუმფულა დათუნიიდნ დაიწყო. 13 წლის გოტიემ სათამაშოს ბიუსტგალტერი შეუკერა. შემდგომში სათამაშო მის მანეკენად იქცა. მოდურ ჟურნალებში ტანსაცმლის მოდელებს ირჩევდა და ყველაფერს საუკეთესოს საყვარელ დათუნიას უკერავდა.

ჟანის ბებიას სილამაზის სალონი ჰქონდა, თავისუფალ დროს ის კარტზე მკითხაობდა და შვილიშვილს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. წინასწარმეტყველებაში დაჯერებული ახალგაზრდა გოტიე მოდელების ესკიზებს საფრანგეთის ყველა მოდის სახლში აგზავნიდა. შედეგად უკვე 18 წლისამ „პატუს” მოდის სახლში ასისტენტად დაიწყო მუშაობა. ჟანს მაშინ უჭირდა, ლამაზად ჩაცმა არ შეეძლო და ერთი რეზინის ჩექმა ჰქონდა. ამის გამო, სამსახურში მუდმივად უკანა შესასვლელიდან უხდებოდა შესვლა.

რამოდენიმე მძიმე სამუშაო წლის შემდგომ ჟან პოლ გოტიე ფრენსის მენუჟს შეხვდა. არატრადიციული ორიენტაციის ახალგაზრდები საყვარლები და მომავალში საქმიანი პარტნიორები გახდნენ. პირველი კამპანია 1976 წელს წამოიწყეს და მაშინვე პირველი კოლექცია გამოუშვეს. მოდის კრიტიკოსებმა მწარედ დასცინეს. ქაღალდის კაბები და ჩაის კოვზების აქსესუარები არც არავის მოსწონებია.

ჟან პოლ გოტიე 27 წლის იყო, როდესაც პოპულარული გახდა. მაშინ მას ჯეიმს ბონდის კოლექცია შეუკვეთეს. 60-იანი წლების სტილი კრიტიკოსებისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა, შესაბამისად მან ჟურნალისტების ყურადრებაც მიიპყრო.


ჟან პოლ გოტიეს ცნობილი წვეტიანი ბიუსტის სილუეტი 1984 წელს გაჩნდა. ამჯერად შეშლილის ფანტაზიას საჯარო აღიარება მოაქვს. დიზაინერის ჩვენებები ყოველთვის არაორდინალურობით გამოირჩეოდა. ჟურნალისტები დიდ ხანს წერდნენ მის გიჟურ წარმოდგენებზე. ეს იყო ციხეში ჩატარებული მოდის ჩვენება. ჩვენება, სადაც ჯუჯები, მსუქნები და გოლიათები მონაწილეობდნენ. ჰოლივუდმა ასეთ უჩვეულო ქმნილებებს ყურადღება მალევე მიაქცია.

დიზაინერი კინო ინდუსტიასთან ინტენსიურად თანამშრომლობს. დღეისათვის გოტიეს მოდის სახლი უამრავ ცნობად მომხმარებელს ითვლის. მათ შორის ჟანის უახლოესი ადამიანი მომღერალი მადონაა, რომელსაც დიზაინერმა ოდესღაც ხელიც კი შესთავაზა. ჟან პოლ გოტიე უშეცდომოდ ხვდება თუ რა სურთ ახალგაზრდებს და 57 წლის ასაკში კვლავ „აუტანელი, მაგრამ იღბლიანი ბავშვი” რჩება.

6 comments:

კაპუჩინო said...

ზუსტად ისეთია, როგორსაც ველოდი... საინტერესო, ინფორმატიული დაპიკანტური. მოდაზე პიკანტის გარეშე ვერ დაწერ..

გრან მერსი :)

margiela said...

autaneli rom ar iyos ar sheidzleba , gamorcheul adamianebs axasiatebt aseti tvisebebi

Madloba shen!

კაპუჩინო said...

enfant terrible

მგონი ასე იწერება ეს

taa said...

ერთი რეზინის ჩექმა ჰქონდა. ამის გამო, სამსახურში მუდმივად უკანა შესასვლელიდან უხდებოდა შესვლა.

sackaliiii

Maka Asatiani said...

ხომ :)
სამაგიეროდ შემდგომში საწყალს ვეღარ უწოდებდი :)

Sophie Golden said...

I adore him!!!!!